kids.ge logo

მეკვლე

ფავორიტებში დამატება
კარი გამიღეთ!
მეკვლე ვარ!
სულს ღაფავს
ღამე ბებერი!
ისმის მამლების
ყივილი
ხალწლის მაწყებელი!
ჩვენც ავიშალნეთ,
ბალღებო,
და შევხვდეთ,
როგორც შეჰფერის!
ხარობდეთ!
ფეხი შემოვდგი!
გილოცავთ
ხონჩა-ძღვენითა!
დაზარდენით,
ისწავლეთ,
დრო გატარეთ
ლხენითა,
და რომ ქვეყანას
დედობრივს
თავი მოჰქონდეს
თქვენითა,
სულ ხუთინებს იღებდეთ
კლასიდან კლასში
ფრენითა!
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026