kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება
ყინული დადნა, იღვიძებს
ველი დიდი ხნის მძინარე,
ტყე იფურჩქნება, იშლება,
მოსჩქეფს წყარო და მდინარე.

ცა მოკამკამებს, ლურჯდება,
დადგა დარები მზინი,
მწვანედ ბიბინებს მინდორი
მადლიან-ბარაქიანი.

ზედ დასჭიკჭიკებს მერცხალი
მალხაზი, მალიფრთინი.
ტოროლა დაზარელი
და მუდამ ხალისინი.

მოსურვებიათ სამშობლოს
ნახვა შოშიებს, გვრიტებსა,
მოსულნი ჟივილ-ხივილით
სალამს აძლევენ ჩიტებსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარითეთრად ქათქათებს მინდორი, ბიჭო, რას უზი კერასა? გამოდი, გამომზიგულდი, რა სჯობს ამ თოვლის ცქერასა! შეხედე ...საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...მამალი- იცით, ქათმებო, რას გეტყვით, მეტი რომ არ ვთქვა თავზედა, ჩემი ბადალი, მითხარით, ვინ არის ქვეყანაზედა?! და...ციგაობა-ნატრობდით და აგისრულდათ კიდეც გულის საწადელი; თქვენ გეგონათ რომ სიმწვანეს შეირჩენდა მთა და ველი?! აბა, ა...ჩემო ტკბილო საქართველოვჩემო ტკბილო საქართველოვ, მოგილოცავ დღეის დღესა; მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა. თუ რამ გჭი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026