kids.ge logo

თერძი მელა

ფავორიტებში დამატება

თერძი ვარო, იკვეხნიდა
კუდფუმფულა მელია:
- საქმე თავზე საყრელი მაქვს,
ჯერ არ შემომლევია.

ჩემთან დადის ცხოველების
თითქმის ნახევარია,
ქურქით, თავს რომ იწონებენ,
ჩემი ნახელავია!

გვიან ღამით დავამთავრე
წუხელ ლომის შეკვეთა,
ის ფაფარი მე შევკერე,
ამ დილით რომ ეკეთა.

მე შევმოსე თბილი ქურქით
ზამთრისათვის დათვები,
სასკოლოდ მე შევუკერე
კენგურუებს ჩანთები.

რასაც მელა იკვეხნიდა,
კურდღლებს გაგონიათ,
ამ ცანცარებს გრძელი ყური
ტყულად არ ჰქონიათ.

გაიფიქრეს, ნუთუ თავად
ლომმა ანდო ფაფარი?
- ვთხოვოთ, კუდი შეგვიკეროს
თავის კუდის სადარი.

მეორე დღეს მელიასთან
რიგი დადგა კურდღლების,
ყველას სურდა დაგრძელება
პაწაწინა კუდების.

მელაკუდას უხარია,
ზომებს იღებს ხალისით,
კუდის კერვა რომ არ იცის,
თქვენ გგონიათ განიცდის?

ერთ კვირაში დაბარა
ყურპარტყუნა კურდღლები
და სულ ყველას გამობა
მოჯღანული კუდები.

- არც ისეთი ურიგოა! -
ჩურჩულებენ ჩუმ-ჩუმად.
- არც ისეთი გრძელი არის!
- არც ისეთი ფუმფულა!

მელაკუდა ანუგეშებს:
- ჩემი საქმის მე ვიცი,
კუდები გაქვთ სანაქებო,
ყურთა შესაფერისი!

ციყვებმა რომ ეს გაგეს,
უჰ, იმდენი იცინეს:
-კუდი აბა რა კუდია,
თუ ვერ გაქიცინე?

ლექსი 4 ~ 10 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 4-დან ~ 10 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნათია ჯანაშიას სხვა ლექსები:

ყოჩი
ყოჩივარდა
გაყოყოჩდა:...
ობობა
ობობა ვარ,
რვაფეხა და რვათვალა, ...
სპილოს დიეტა
სპილო ძლიერ გასუქდა,
გახდა ათი ტონა. ...
შემოდგომა
რა ჯობია შემოდგომას,
საწნახელზე შემოდგომას?! ჩურჩხელებით სავსე ძელებს,...
მარტორქა
გაგონილა, მარტორქავ,
ჭამა მუდამ მარტოკა?! სხვებსაც გაუნაწილე! ...
„ბაჭია“
ნახატის ავტორი:
ბარბარე სოზაშვილი (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნათია ჯანაშიას ლექსი „თერძი მელა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „თერძი მელა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: თამლიანი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბავშვი, ისწავლოს ახალი უნარები

მიეცით ბავშვს საშუალება, ისწავლოს ახალი უნარები, როგორიცაა კულინარია, ქარგვა ან ხის დამუშავება.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

„ბობი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები გარეულ ცხოველებზე და ლექსები შრომაზე

მანანა ტონია
ბადი ბელი

მანანა ტონია

გალიაში ცხოვრობს მარტოდ,
პაწაწინა დათვის ბელი,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები გარეულ ცხოველებზე და ლექსები შრომაზე

გივი ჭიჭინაძე
უცნაური ორთქმავალი

გივი ჭიჭინაძე

საახალწლო ნაძვის ხეზე
ქალაქისკენ მომავალი...
მანანა კაკაჩია
*** (ჩემს ყურპანტურა ბაჭიას)

მანანა კაკაჩია

ჩემს ყურპანტურა ბაჭიას
თეთრი ქათიბი აცვია, ...
ვასილ გულეური
გოზინაყი

ვასილ გულეური

დათვმა თაფლი მოიტანა,
ტკბილი, როგორ შაქარი. ...
ლუარა ჭანტურია
წუწკი ტურა

ლუარა ჭანტურია

ტაში-ტუში, ტაში-ტუში,
ტყეში დაძრწის ტურა წუწკი,...
ნათია აბულაძე
ბეღურები

ნათია აბულაძე

ბეღურების ჩხუბმა ,რომ
ტყეში ყველა დაღალა, ...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები გარეულ ცხოველებზე და ლექსები შრომაზე

ელიზბარ გაბუნია
კომბლე და მგელი

ელიზბარ გაბუნია

იყო ერთი კომბლე,
ყავდა ორი ცხვარი....
მანანა ტონია
მელას ფუჭი ოცნება

მანანა ტონია

უღრან ტყეში ცუნცულებდა,
მელაკუდა ძალზედ ფლიდი,...
მანანა ტონია
ქურდი ბეკო

მანანა ტონია

იყო და არა იყო რა,
რა იქნებოდა რა? -...
აკაკი წერეთელი
ქებათა-ქება

აკაკი წერეთელი

სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც
მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით...
მანანა ტონია
ბელი და სანდლები

მანანა ტონია

ჰა მეზღაპრეც გამოჩნდა,
ჩიტიც უსმენს ბუდიდან,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026