kids.ge logo

უშგულელი თოვლის ბაბუ

ფავორიტებში დამატება
ჭრელ ხურჯინში უამრავი
საჩუქრები ჩაწყვია,
უშგულელი თოვლის ბაბუ
რა კეთილი, რა უხვია.

თეთრ ცხენს ისე მოგელვებს,
მირანი გეგონება,
მოიჩქარის თბილისისკენ,
ცის, ყველა ელოდება.

თბილისში კი, სვანურ კოშკში
ჩააბრძანეს საკარცხულში, _
გვერდით უდგას ანდრო ბიჭი,
თეთრი ჩოხა-ახალუხით.

ხურჯინიდან საჩუქრები
მოაქვს და ბაბუს აწვდის,
პატარები ჟრიმულით
მოლიან თავ-თავის წილს.

უშგულელმა თოვლის ბაბუმ
ბავშვებს ნატვრა აუხდინა,
საჩუქრებით აავსო და,
მათთან ერთად მოულხინა.

ყველა დამილოცნიხართო,
ვალი გადევთ დიდზე დიდი,
საქართველო გიყვარდეთო,
მის ერთობას გაუფრთხილდით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნინომ შიშიწვიმის შხაპუნა წვეთები ეფერებიან ბაღებს, ნინო სარკმელთან დამდგარა, ფანჯარას ფრთხილად აღებს და შორს, მაღალ...ჩემი თოფიბაბუმ მომიტანა გუშინ თოფი დიდი, ძლიერ გამიხარდა, ვმღერი, - ჰაი, გიდი! მონადირე მქვია, უნდა მოვკლა მგელი, ...ტასო ვარ თუ პეპი?!პეპის თუ მეძახიან, ტასო რაღას დამარქვეს, დოლს ნუ უბრახუნებო, ჰოდა, ლამის წამართვეს. რომ იცოდეთ, ეს დოლი გ...დაჩი და ვარსკვლავებიპატარა დაჩიმ რომ ნახა ცა, ვარსკვლავებით სავსე, იკითხა - ეს ნათურები ვინ აზიდაო ცაზე, ანდა ვინ ანთებთ, ღამ...* * *თეთრი გოგრა ნიკას უყვარს, ჩურჩხელები - თამუნას, ბებოს ჯერ არ ამოევლო, უკვე შეახრამუნა. ზამთისათვის მოგროვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026