kids.ge logo

ლევიკოს ოცნება

ფავორიტებში დამატება
სულ ათებზე ვისწავლი,
და გავხდები მკვლევარი,
დღე და ღამე ოცნებობს,
პაწაწინა ლევანი.

სე ბევრი რამ მინდა,
თითებზეც ვერ დავთვალე,
პირველ რიგში ბებიკოს,
შევუძინო სათვალე,

ბაბუს ხელ-ჯოხს ვაჩუქებ,
ვარაყიან ტარითა,
დედას, -ყავის ფინჯნებსა,
ნაზი მინანქარითა,

საქსოვ ჩხირებს ვუყიდი,
ჩემს უფროსსა დაკოს,
ხოლო მამას, - არ ვიცი,
რა მივართვა მამიკოს?

ალბათ საპარსს შევურჩევ,
კეთესსა თოკაზე,
რადგან აღარ დამჩხვლიტოს,
მან კოცნის დროს ლოყაზე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მურიაქუჩაში, ეზოს გადაღმა, რად დარბის ძაღლი მურია? აკი გვასწავლეს, რომ ისიც, ცხოველი შინაურია....„ადიდასისგან“ იმედგაცრუებაბაყაყი ქვაზე შესკუპდა, ყველაფერს იკლებს ყიყინით, შეებრალა და მივიდა ბეკეკა პეტელ-კიკინით. ჰკითხა:-აქ, ქვა...ირემიპირველკლასელის ოთახში, ჰკიდია ირმის სურათი, და მორიდებით ჰკითხულობს, პატარა ბიჭი ზურაბი. მითხარით ვეღარ გ...ფისო და ლისიაშარშან ფისო გვაჩუქეს, პაწაწინა კატუნა, მაგიდაზე ხტუნია, ანცი, თვალებხატულა, დაკუნტრუშებს ეზოში, ეს ქვეყან...ინდაურიყულ, ყულ, ყული, ყულ, ყულ, ყული, გააყრუა სულ მთლად ყური. რას ჭყარტალებს, იფხორება, ეს მამალი ინდაური? ალბა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026