kids.ge logo

თეონა და ლილი

ფავორიტებში დამატება
კლასელები არიან,
თენა და ლილი,
თეო მეტად მარდია,
ლილის უყვარს ძილი.
თეო სპორტში ვარჯიშობს,
ტანი გაკაჟა,
ზანტ ლილის კი დასცინის,
მეზობელი ვაჟა.
თეო ადრე ადგება,
გახეხავს კბილსა,
ლილი კვლავ ლოგინშია,
თავს ვერ ართმევს ძილსა,
გაკვეთილებს ამზადებს,
თეო აწყობს ჩანთას.
თმებსაც თვითონ ივარცხნის,
და იკეთებს ბაბთას.
დედიკოს ეხმარება,
უყვარს უთო ძლიერ,
დედოფალას აცმევს,
შეკერილს -მის მიერ.
ქარგვაც იცის და ქსოვაც,
გამოცხობა ნამცხვრის,
წამო ვითამაშოთო,
ლილი აღარ აცლის,
თინებს აჩვენებს,
თეო მის დაქალებს,
ლილი დღიურს მალავს და
ძლივსღა მიჩანჩალებს,
თქვენ განსაჯეთ:-რაღა სჯობს,
საქმე, თუ სულ ძილი?
კეთესი ვინ არის,
თენა თუ ლილი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ინდაურიყულ, ყულ, ყული, ყულ, ყულ, ყული, გააყრუა სულ მთლად ყური. რას ჭყარტალებს, იფხორება, ეს მამალი ინდაური? ალბა...პაწაწინა მეგობარიჩემი მეგობარი, პაწაწინა ქალი, ძლიერ, ძლიერ მიყვარს, ლურჯთვალება მარი. ჩემთან მოდის ხშირად, ოცნება აქვს ერ...მავნებლებიფოთლის ხოჭო ხოჭოლავამ, მატლს დაუწყო დიდი დავა, ამ ჩემს ვაშლში რომ შეძვერი, ჩქარა გარეთ გამოძვერი! ეგ ვაშლ...ბინძური გოჭიგოჭი რომ ლაფში დაგორავს, ჰკვირობს პატარა ნინია, ბინძურს არ გაუწყრებიან, დედიკოს არ ეშინია?...ქართული სტუმართ-მასპინძლობაბავშვებო გსურთ მოსმენა, ჩემი ნაამბობისა, ჭიანჭველას და რწყილის უანგარო ძმობისა? გახსოვთ ჭიანჭველა, რომ ორ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026