kids.ge logo

სადაც ბუდეა ჩვენი

ფავორიტებში დამატება

მერცხალმა გაბომ ჰაერში კამარა შეკრა და ლურჯი აივნის კუთხეში ალიზით  შელესილ ბუდეში დაეშვა.  ყველაფერი ხელუხლებელი დახდა.  ესიამოვნა საკუთარი ბუდის მყუდროება.

  ჭიკ-ჭიკ, ჭიკ-ჭიკ!_ ისმოოდა მისი მხიარული შეძახილი.

_ რა თბილია მშობლიური ბუდე!  არაფერი შეედრება საკუთარ სახლსა და გარემოს! _ გაიფიქრა და გული შეეკუმშა როცა თავისი გულთეთრა გაახსენდა. _ როგორ ვერ მოესრწრო ამ  დღეს საბრალო!

_  შორი გზა გამოიარეს:  ცხრა მთა და ზღვა გადაიფრინეს, სამი დიდი ხომალდი გამოიცვალეს, უზარმაზარი მწვერვალები დალაშქრეს და როგორც იქნა მოაღწიეს, ამ პატარა სახლის ერთ კუთხეში, თავისი ნისკარტით აშენებულ  მშობლიურ ბუდემდე.  მეორემ ვერა, გულთეთრა   გზაში დაიღუპა. იმ ცივ, ქარიან ღამეს.

  აკი მეუბნებოდა: _  ,,მოვხუცდი ამხელა გზაზე ვეღარ ვიფრენო”

   სიზამარშიც კი სულ ეს ბუდე ელანდებოდა სულ ეს აივანი.  _ ,,გახსოვსო ჩვენი ბუდეო”!

    აი აივანზე ჩვენი მასპინძლის პატარა ბიჭი გამოვიდა,  დიდი თაფლისფერი თვალებით შემომცქერის და იღიმის, რამხელა გაზრდილა უკვე!

_ დედაა ნახე ჩვენი მეცხლები მოფრინდნენ! -ამბობს სიყვარულით და უხარია.

_ მეც  მიხარია ასე, რომ ვუყვარვართ პატარებს,

,,კეთილი გული გქონოდეს პატარაა!”  _ ვლოცავ   ჩვენებურად მერცხლის ლოცვით.  კუდმაკრატელას გვეძახიან, გაზაფხულის მახარობელს, განა ადვილია გაზაფულის მოყვანა?

უნდა ჩამოვიფრინო გავაცოცხლო მიდამო.

_ გამოიღვიძეთ გაზაფხული მოვიდაა! გამოიღვიძეთ: ადამიანებო, ხეებო, ჩიტებო, ყვავილებო! ჭიკ_ჭიკ გაზაფხული მოვიდა! _იზმორება ზამრთის ძილისგან მისუსტებული მიწა,

  თავხუჭუჭა ყოჩივარდები ხმელ ფოთლებიდან მორცხვად იჭყიტებიან, ენძელები  თეთრ ზანზალაკენს აწკრიალებენ ქარში. ფირუსულები ხატულა კაბით თავს იწონებენ.

  მზე ჩემი დობილი სხივებს მიწვდის და მეც მისი სხივების ჩქერში ვნებივრობ. ხან აღმა ავსრიალდები , ხან დაღმა, ჰაერში ირაოს გადავდივარ. ათასგვარი ჭია-ღუა, ფუტკარი თუ მწერი ფუთფუთებს ჩემს თვალწინ. მათაც უხარიან  ბუნების გამოცოცხლება, ჩემი დობილები ერთი წუთით არ მასვენებენ

_გამოდი გაბოო!   გამოდი, გაზაფხული ვახაროთო! _მეძახიან ადრიანად და ლურჯი ცის კაბადონისაკენ მეპატიჟებიან.

 მივქრივარ და თეთრ გულისპირს ქარს ვუშვერ, თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ფრთებს გავშლი, წარმოვიდგენ, რომ ჩემი გულხატულაც აქაა ჩემს გვერდით.

-დედიკო ჩვენი მერცხალი ბახალებს როდის გამოჩეკავს? _ მესმის პატარა კაცის ხმა.

- ჯერ დედა  მერეცხალი უნდა იპოვოს სიხარულო!  _ უთხრა პატარას ქალმა.

 გაირბინა გაზაფხულის გამოცოცხლების ხანმაც. ჩემთვის აღარავის ეცალა, სულ სხვა საქმიანობით იყო ბუნება გართული, წყვილ- წყვილად დადიოდნენ ფრინველები. ხან ფოთლებში იმალებოდნენ, ხან ძველი სახურავის ნანგერევბში, მტერედები ღუღუნით ეკროდნენ ერთმანეთს, ქორნი სულ მაღლა მაღლა მიიწევდნენ, შაშვნი ჭახჭახით წამოფრინდებოდნენ ხოლმე დაფეტებულნი. ჭია- ღუების დევნაც აღარ მხიბლავდა, შევიკეტე საკუთარ ბუდეში მოწყენილი. ერთ საღამოს ქარი ამოვარდა,

რიალებდნენ ფანჯრები და აივნის რუკულები, აქა-იქ ხოშკაკალამ  წამოყარა.  მიწაზე ფოთლის ნამქერი დაეშვა.

უცებ ვხედავ ჩემს თვალწინ შავმა ლანდმა ჩაიქროლა, და იქვე აივანზე დაეცა, დავხედე და მერეცხალი იყო, სულ ღაფავდა საბრალო, ქარსა და წვიმაში გზა არეოდა, თრთოდა, კანკალებდა შემცივნებული. მაშინვე დავეშვი და ნისკარტით წვიმის წყალი ვასვი, ცოტა მოსულიერდა. გვერდიდან არ მოვშორებივარ. ვიყავი ასე სანამ ქარიშხალი აქ ჩადგა.

  თვალი, რომ გაახილა, გამიღიმა  სახემადლიერმა. ასე მოვიდა ჩემთან ჩემი ქოჩორა მართა. სიცოცხლე უნდა გავეგრძელო, ბუდე ბარტების გარეშე რა ბუდეა. ერთ თვეში დაიჩეკებიან ჩემი ბახალები,

  არაფერი შეედრება არ გრძობას, როცა საკუთარ სახლში, მზით გამთბარ აივანზე დედა ჩიტის საამო ჟრუტული გესმის, გაღმა კი ლურჯ ჰორიზონტზე  კუდმაგრატელა ბედნიერი ჭიკჭიკით აღვიძებს ბუნებას.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

სიკეთის საზღაური

ერთ სოფელში მოხუცი კაცი ცხოვრობდა, სახელად ლაზარე ერქვა. მოხუცს არავინ ჰყავდა ქვეყანაზე ერთი ვირის, კატისა და ძაღლის მეტი. ლაზარე ყოველ დილით ტყეში მიდიოდა და შ...

დაკარგული იხვის ჭუკი

დაჩეკა დედა იხვმა ცხრა ჭუჭული და სიხარულით ცას ეწია: ექვსი თეთრი და სამი შავი. თავს ევლებოდა პატარებს, ფრთებქვეშ გამოზარდა ცივნიავმიუკარებლად. მხოლოდ ერთი აგვია...

მზისა და მთვარის ქვეყანა

უხსოვარ დროში, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდნენ ადამიანები მზე და მთვარე ერთად ანათებდა დედამიწას, რომელსაც უზამაზარი, ქედ დადრეკილი მყინვარები შემოჯაროდნენ. გამო...

ქოლგების ქალაქი

ერთ დროს არსებოდა ქალაქი, სადაც გამუდმებით წვიმდა. წვიმდა დღისითა და ღამით, უქაროში და ქარიანში, თითქოს წვიმას ცა დაეტოვებინდა და ფეხშიშველა ჩამოსულიყო ქუჩა-ქუჩ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: თოდრია:


Kids.ge-ს რჩევები

ისწავლეთ ელექტროშოკის მართვა

ისწავლეთ ელექტროშოკის დროს პირველადი დახმარების გაწევა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026