kids.ge logo

შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს (6 მოქმედებად)

ფავორიტებში დამატება

V. შაშვები შობის დილას

სისხამ დილას, როგორც კი ჰორიზონტზე მზის სხივები ამოიწვერა და ფანჯრის მინებზე სინათლის ათინათები აელვარდა, მგალობელი ჩიტები ერთხმად აჭიკჭიკდნენ.

დილას ადრიანად გაღვიძებულ სტუმარს,  პაპა შულცს უკვე მოესწრო გალიებში სასმელის და საკენკის მარაგის შევსება. 

შობის მეორე დღეს ისეთი სუსხიანი დილა გათენდა, რომ სახურავზე ყინულის ლოლოები დაეკიდა.

„ნათლისღებამდე ყინვა იქნება,“ - გაიფიქრა პაპა შულცმა და ფრინველების გალიები ეზოში გაიტანა. ბუნებაში შაშვები და ჭივჭავები თავდავიწყებით იწყებდნენ გალობას. 

ამომავალი მზის სხივებში, სახლის მუქი კედლის ფონზე ნათლად მოჩანდა ჩიტის ნისკარტიდან ამონასუნთქი ჰაერის ორთქლადქცეული პატარ-პატარა ღრუბლის ქულები, რომელიც თეთრი ფერის ბოლს გავდა, ისეთს, როგორიც ფენა-ფენად ამოდიოდა სახურავზე აღმართული ბუხრის საკვამური მილიდან.

პაპა შულცსაც შესცივნოდა და გაყინულ ხელებს პირით ითბობდა. 

პირველი შეხვედრისას ჭივჭავმა დარიკომ წრუწუნებს თავისი საკენკი უწილადა და ეხლაც, როცა ჩიტების ნაცნობი ხმები შემოესმათ, თაგუნიები გალიასთან მიცუნცულდნენ და გაკვირვებულებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს:

-ნახე! სიმღერის ხმა თან გვესმის და იმასაც ვხედავთ, ბგერები ნისკარტიდან როგორ ამოდის.  გალობასთან ერთად ჩიტის პირიდან ამოსულ ორთქლის თეთრ რგოლებსაც ვადევნებთ თვალს, ზევით ჰაერში როგორ მიიწევს და იფანტება ისევე, როგორც მუსიკის ჰანგები ეფინება არე-მარეს.

 -სანამ გარეთ ყინვიანი ამინდია, ამონაორთქლ ჰაერთან ერთად ფრინველის პირიდან ამოსული ბგერები თვალნათლად შეგვიძლია დავინახოთ.

  -ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მოვასწროთ ნოტების ჩაწერა პაპა შულცის არღნისთვის, რომ მისი გამეორება და ხელახლა აჟღერება სხვამაც შეძლოს.

ყველამ კარგად იცის, რომ თაგვებს ძალიან უყვართ ქაღალდის დაღრღნა, რასაც საჭმელადაც იყენებენ. ხანდახან წიგნებსაც აქუცმაცებენ, ამიტომაც მათ ადამიანები დევნიან და სახლიდან აძევებენ. მაგრამ პაწიკომ და წუწუნამ საკუთარი უნარ-ჩვევების სასარგებლო საქმისთვის გამოყენება გადაწყვიტეს. საკუჭნაოში შპალერის რამდენიმე გრაგნილი იპოვეს და იფიქრეს, რომ ზუსტად იმისთვის გამოდგებოდა, რომ ამ ქაღალდებზე მუსიკალური ნოტები გაეხვრიტათ.

 -სახლის საკუჭნაოში ქაღალდის გრაგნილებია შენახული, პატრონებს მომარაგებული აქვთ კედელზე გასაკრავად, თუკი როდისმე ისევ დაჭირდებათ. მაგრამ, მოდი ამჟამად ჩვენ გავაკვირვოთ ყველა, როცა ამ გრაგნილებზე ნოტების აღმნიშვნელ ნასვრეტებს ამოვღრღნით ზუსტად ისეთნაირად, როგორც პაპა შულცის არღანზე დასაკვრელ მუსიკალურ წიგნებზეა.

 -ამას დიდი დრო დასჭირდება, დამხმარე რომ გვყოლოდა, უფრო მალე მოვრჩებოდით საქმეს. წრიპა  მაინც ყოფილიყო ჩვენთან. ნეტა ეხლა სად არის? - გადაულაპარაკა პაწიკომ წუწუნას და საქმეს შეუდგნენ. 

ზამთრის ყინვიან ამინდში მგალობელ  შაშვს ამონასუნთქი ჰაერისგან ნისკარტით ორთქლის პირუეტები გამოჰყავდა და მელოდიას ჰარმონიულად აყოლებდა. პაწიკო და წუწუნა კი ამ ფიგურებს ზედმიწევნით ზუსტად აღბეჭდავდნენ  მუყაოს ქაღალდის გრაგნილებზე ხვრელების და ნასვრეტების სახით, რომელსაც თავისი ბასრი კბილებით ხვრეტდნენ. 

მომდევნო დღეები თაგვებმა ნოტების ქაღალდზე გამოღრღნას  და მუსიკალური წიგნის ჩაწერას მოანდომეს. 

-ეს სიმღერები მგალობელი ჩიტების ახალი მელოდიებია, რომელიც კონკურსში მონაწილეობისთვის დასჭირდებათ პაპა შულცთან ერთად.

* * *

ლექსომ საკუჭნაოში შემთხვევით მიაქცია ყურადღება ნასვრეტებიან გრაგნილებს, როცა იქ სანთლების გამოსატანად შევიდა. მაშინვე წამოიღო და პაპა შულცს აჩვენა. მანაც არ დააყოვნა და არღანში მოათავსა, იქ, სადაც მუსიკალურ რვეულებს დებდა-ხოლმე. მაშინვე იცნო მელოდიები, რომელსაც ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წითელფრთიანი შავი შაშვი გალოდა. 

ლექსომ გადაწყვიტა სიმღერა საზეიმო ვახშამზე შეესრულებინათ და პატარა იმპროვიზებული კონცერტი მოეწყოთ. თუმცა ყველასთვის ამოუცნობ საიდუმლოდ დარჩა, თუ საიდან გაჩნდა საკუჭნაოში ახალი მუსიკალური გრაგნილები.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–14
ოპტიმალური ასაკი: 10–13

სხვა ზღაპრები

„ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ“ ანუ  პიპას და კასპერის შეხვედრის საშობაო ამბავი

ამბავი მამაც და გაბედულ თაგუნა კასპერზე, თუ როგორ დაეხმარა თავისი მეგობარი ზღარბი კრისტიანი საბედოს პოვნაში და როგორ მოიპოვა პიპას სიყვარული. ეს არის თანამდერო...

გულღია შუშის ბაყაყი დიანე და ნემსიყლაპია დრაკონი

ოკეანეში მიკარგულ ერთ შორეულ კუნძულზე ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული გულღია შუშის ბაყაყი დიანე ცხოვრობდა. ასე იმიტომ ერქვა, რომ ნახევრად გამჭვირვალე იყო...

მეარღნე შაშვებით

სოფლის მცხოვრებლებმა წინასწარ იცოდნენ როდის იმართებოდა ქალაქში საშობაო ბაზრობა და მთელი მონდომებით ემზადებოდნენ, რომ ყველანი რაც შეიძლება ღირსეულად შეხვედროდნენ...

პიპა, იადონი ია და ღამურა პეპე

ერთხელ, თეთრ თაგვ პიპას სიმღერა შემოესმა და გადაწყვიტა გაეგო თუ ვისი ხმა ესმოდა. უცნობი მომღერალი მეზობელ გალიაში მცხოვრები იადონი აღმოჩნდა. იადონი, მეტსახელად ...

ყვავილების ზეიმი ელფების სავანეში

ერთ მშვენიერ დილას კოსტა რიკაზე ექვსივე მოქმედმა ვულკანმა ერთდროულად დაიწყო ამოფრქვევა. ჰაერი გრგვინვის ხმამ შეაზანზარა და ფრინველები ცაში  გუნდად აიჭრნენ ...

პიპა და კუდმაკრატელა ჩიტი

თეთრი თაგვი პიპა ინსტიტუტის ლაბორატორიაში ცხოვრობდა და გარეთ, ეზოში ფეხს ვერ დგავდა, იმიტომ, რომ კატების ეშინოდა, რომლებიც იქ ბინადრობდნენ. კატებს დამლაგებელი ა...

ზღაპარივით ნამდვილი ამბავი გულად ციცარზე

თუ გიყვართ ზღაპარი "მახინჯი იხვის ჭუკი", მაშინ ესეც უეჭველად დაგაინტერესებთ. ეს ზღაპარივით ნამდვილი ამბავი არის ერთი წიწილის შესახებ, რომელიც ქათმების ფერმაში გ...

სინათლის ფესტივალი  ქარვის სასახლეში

რაჯასტანის მზის სამეფოში სინათლის ფესტივალს ლამპარების ცაში გაშვებით აღნიშნავდნენ ქარვის სასახლის ციხე-სიმაგრის ქონგურებიდან. როცა დაღამდებოდა,  ცეცხლ...

შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს (6 მოქმედებად)

ყოველი დილა უღრან ტყეში იმპროვიზებული კონცერტით იწყებოდა. ტოროლას მოძახილს ვერავინ დაასწრებდა. ერთმანეთის მიყოლებით ყველა სულიერი რიგრიგობით უერთდებოდა საერთო ჟ...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩადუნელი:


Kids.ge-ს რჩევები

დააფასეთ ოჯახური ტრადიციები

აჩვენეთ ოჯახურ ტრადიციებს პატივისცემა და შექმენით ახალი ტრადიციები, რომლებიც აერთიანებს თქვენს ოჯახს.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026