kids.ge logo

შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს (6 მოქმედებად)

ფავორიტებში დამატება

IV. ჭივჭავი დარიკო

პაპა შულცს ყველასგან გამორჩეული ერთი მგალობელი ჭივჭავი ჰყავდა, რომელსაც დარიკოს ეძახდა. იერით პატარა ბეღურას ჰგავდა, რომლისგანაც მხოლოდ ბუმბულის ფერით განსხვავდებოდა. მას ყვითელი და მწვანე ზოლები ამშვენებდა. პატრონს ხელზე ისე ჰყავდა მიჩვეული, რომ აღარც კი უფრთხოდა. მას შემდეგ, რაც ლექსომ სტუმარს ზრდილობიანად უსურვა დილა მშვიდობისა, პაპა შულცმა მას ხელზე დაუსვა დარიკო. ისიც თამამად ართმევდა საკენკს და ჟღურტულებდა. მერე უცბად ჭივჭავი ნაძვის ხისკენ  გაფრინდა და მის კენწეროზე შემოჯდა, იქიდან კი ისეთი გალობა და სტვენა დაიწყო, რომ ყველა მონუსხულივით დიდხანს უსმენდა. 

პაპა შულცმა ლექსოს აუხსნა, დარიკო ისე იყო მიჩვეული თავის სამყოფელს, სადაც საჭმელ-სასმელი ეგულებოდა და იძინებდა, რომ თვითონ დაბრუნდებოდა საკუთარ გალიაში,. 

ამასობაში, ჭივჭავი დარიკო ნაძვის ხეზე ტოტიდან ტოტზე ხტოდა. ის ტყის შვილი იყო და ზუსტად ასეთ ხეზე გამოიჩეკა. მერე ადამიანმა მოათვინიერა და ისე მიიჩვია, რომ ტყეში დაბრუნება აღარ მონდომებია. ახლა კი, ამდენი ხნის შემდეგ ისევ გაახსენდა მშობლიური გარემო. 

უცბად ტოტები შეირხა, მოძრაობა შენიშნა და დააკვირდა. 

„ხის ძილგუდა ხომ არ არის? არა, ტყის თაგვი ყოფილა, როდის იყო ტყის თაგვები ხეზე ადიოდნენ? - თავისთვის გაიფიქრა დარიკომ და გაკვირვებულმა ჩაიჭიკჭკა: 

-ხეზე რას აკეთებ?

-ხეზე შემთხვევით აღმოვჩნდით მე და ჩემი ძმა. ქვევით ჩასვლა აღარც კი გვინდა, აქაც კარგად ვართ. საჭმელი პირდაპირ ტოტებზე არის დაკიდებული და ჯერ ამას შევექცევით.

-ეს ხე ტყიდან სახლში მოიტანეს და თორმეტი დღის შემდეგ ისევ გარეთ გაიტანენ, ჩვენც მაშინ ვაპირებთ ტყეში უკან დაბრუნებას, ამასობაში თუ უკეთეს რამეს არ მოვიფიქრებთ.

-მომავალი ქრისტეშობისთვის რაიმე განსაკუთრებული უნდა გავაკეთოთ, ამისთვის კი სამზადისი ერთი წლით ადრე უნდა დავიწყოთ, - საუბარში პაწიკოც ჩაერთო. 

-რისი გაკეთება შეგიძლიათ, რისი უნარი გაქვთ?- დაინტერესდა დარიკო.

-ჩვენ, თაგვებს, ძალიან კარგი სმენა გვაქვს.

-თუკი, პაპა შულცს ნოტების ჩაწერაში დახმარებას გაუწევთ, მაშინ შეიძლება მასთან ყოფნის ნება დაგრთოთ, - შესთავაზა დარიკომ.   

თაგუნებს ეს რჩევა მოეწონათ  და  ჭკუაში დაუჯდათ.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–14
ოპტიმალური ასაკი: 10–13

სხვა ზღაპრები

პიპა და კუდმაკრატელა ჩიტი

თეთრი თაგვი პიპა ინსტიტუტის ლაბორატორიაში ცხოვრობდა და გარეთ, ეზოში ფეხს ვერ დგავდა, იმიტომ, რომ კატების ეშინოდა, რომლებიც იქ ბინადრობდნენ. კატებს დამლაგებელი ა...

სინათლის ფესტივალი  ქარვის სასახლეში

რაჯასტანის მზის სამეფოში სინათლის ფესტივალს ლამპარების ცაში გაშვებით აღნიშნავდნენ ქარვის სასახლის ციხე-სიმაგრის ქონგურებიდან. როცა დაღამდებოდა,  ცეცხლ...

ზღაპარივით ნამდვილი ამბავი გულად ციცარზე

თუ გიყვართ ზღაპარი "მახინჯი იხვის ჭუკი", მაშინ ესეც უეჭველად დაგაინტერესებთ. ეს ზღაპარივით ნამდვილი ამბავი არის ერთი წიწილის შესახებ, რომელიც ქათმების ფერმაში გ...

ყვავილების ზეიმი ელფების სავანეში

ერთ მშვენიერ დილას კოსტა რიკაზე ექვსივე მოქმედმა ვულკანმა ერთდროულად დაიწყო ამოფრქვევა. ჰაერი გრგვინვის ხმამ შეაზანზარა და ფრინველები ცაში  გუნდად აიჭრნენ ...

მეარღნე შაშვებით

სოფლის მცხოვრებლებმა წინასწარ იცოდნენ როდის იმართებოდა ქალაქში საშობაო ბაზრობა და მთელი მონდომებით ემზადებოდნენ, რომ ყველანი რაც შეიძლება ღირსეულად შეხვედროდნენ...

შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს (6 მოქმედებად)

ყოველი დილა უღრან ტყეში იმპროვიზებული კონცერტით იწყებოდა. ტოროლას მოძახილს ვერავინ დაასწრებდა. ერთმანეთის მიყოლებით ყველა სულიერი რიგრიგობით უერთდებოდა საერთო ჟ...

გულღია შუშის ბაყაყი დიანე და ნემსიყლაპია დრაკონი

ოკეანეში მიკარგულ ერთ შორეულ კუნძულზე ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული გულღია შუშის ბაყაყი დიანე ცხოვრობდა. ასე იმიტომ ერქვა, რომ ნახევრად გამჭვირვალე იყო...

„ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ“ ანუ  პიპას და კასპერის შეხვედრის საშობაო ამბავი

ამბავი მამაც და გაბედულ თაგუნა კასპერზე, თუ როგორ დაეხმარა თავისი მეგობარი ზღარბი კრისტიანი საბედოს პოვნაში და როგორ მოიპოვა პიპას სიყვარული. ეს არის თანამდერო...

პიპა, იადონი ია და ღამურა პეპე

ერთხელ, თეთრ თაგვ პიპას სიმღერა შემოესმა და გადაწყვიტა გაეგო თუ ვისი ხმა ესმოდა. უცნობი მომღერალი მეზობელ გალიაში მცხოვრები იადონი აღმოჩნდა. იადონი, მეტსახელად ...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჯანაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ კომპიუტერული პროგრამირება

კომპიუტერული პროგრამირება ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას და პრობლემის გადაჭრის უნარებს.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026