ციოდა..
თბილისში იშვიათად თუ იცოდა ახალი წლის ღამეს თოვლი, მაგრამ ახლა თოვდა.. უფრო ბარდნიდა საამოდ.
დახეულ და ლამის ძირგავარდნილ ფეხსაცმელებს ძლივს მოათრევდა პატარა ბიჭი. ასე, ათიოდე წლის თუ იქნებოდა, თუმცა თვალებით უფრო მეტი წლების სევდას დაატარებდა.
არც ეს თოვლი აბედნიერებდა, არც ეს ბარდნა, რადგან სიცივე ძვლებში ატანდა უმოწყალოდ.
დაღლა ეტყობოდა და მიიჩქაროდა, ღმერთმა თუ უწყის მხოლოდ საით.
გზა და გზა თვალსაც აპარებდა აციმციმებულ და საახალწლოდ მორთული ფანჯრებისაკენ. განსაკუთრებით ერთმა სარკმელმა მიიპყრო მისი მზერა. ოჯახი ნაძვის ხესთან მხიარულობდა ისე როგორც ზღაპრებში და ისე როგორც მასთან არასდროს. მზერა გაეყინა ამ იდეალური სურათის ცქერისას.
ნუთუ ყველას ასე უხარია ახალი წელი? ან ნუთუ მართლა სრულდება სურვილები? მართალია კი ამ ღამის ჯადოსნურობა? მაშ, რატომ არ ასრულდა ის რაც გასულ წელს ჩაიფიქრა ან იმის წინა წელს და ასე შემდეგ წარსულში? იმ დროიდან მოყოლებული რაც ოცნება ისწავლა არცერთი სურვილი არ ასრულებია.
ცხონებული დედის სიტყვები გაახსენდა,- ღარიბ ბავშვებთან თოვლის ბაბუა არ მიდისო. იქნებ ესაა მიზეზი, გულუბრყვილო, მაგრამ ყველაზე ცხადი მიზეზი.
-შენ ეი! -ფიქრებიდან გამოაფხიზლა მამაკაცის მკაცრმა ხმამ და ძლივს შეელია უცნობი ოჯახის თვალთვალს.
შეკრთა...
არ მოეჩვენა, ეს ახმახი და ლაბადიანი კაცი, მგონი გაბრაზებით უცქერდა და როგორც ყოველთვის ახლაც გაიქცა.
- მოიცადე ბუჭუნა!- უკან დაედევნა მუქი ლანდი.
- მე არ ვარ ქურდი!- ბრალდებულივით, უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ბავშვმა და იგრძნო შიშის ბურთი როგორ გაეჩხირა ყელში, თუმცა ნაბიჯი არ შეუნელებია.
ახმახი კი ისევ მოსდევდა.
ალბათ ვერ გაიგო, ალბათ არ დაიჯერა, რომ ქურდი არ არის. ისევ რამეს დააბრალებენ, ისევ დაუქნევენ თითს ან ყურს აუწევენ, ეჰ, მიეჩვია, მაგრამ ღმერთმანი არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა რომ სხვის ბედნიერებას შესცქეროდა მალულად.
- რატომ გამირბიხარ?-მხარზე იგრძნო უკვე კაცის ძლიერი ხელი მან.
- ხომ გითხარით ქურდი არ ვარ მეთქი!
კაცს გაეღიმა, აშკარად კეთილად: -არც მიკადრებია, აჰა გამომართვი!
ქაღალდის ჩანთა გაუწოდა დაბნეულ ბავშვს მან.
ბიჭი გაოცდა.
-ეს მეე?-ცივად ამოილუღლუღა მას შემდეგ, რაც ნახა რომ საჩუქარი არც მეტი და არც ნაკლები, ახალი ფეხსაცმელები იყო.
თვალები ცრემლით აევსო და მისმა მზერამ, სამყაროს ყველა მადლიერი გული დაიტია ერთად.
-ჰო, შენია!
-რისთვის?
-შენ ხომ გჭირდება?- დახეულ ფეხსაცმელებზე თვალით ანიშნა მამაკაცმა.
-თქვენ ღმერთი ხართ?--ცრემლები წამოცვივდა უნებლიედ ბავშვს.
-აბა რას ამბობ?- უხერხულად შეიშმუშნა ღამის სტუმარი.
- ალბათ ის ხართ.. ყველაზე კეთილი ხომ ღმერთია.. და სურვილებიც სრულდება თურმე.
- ეს ჩაიფიქრე?-- ბავშვივით გაუნათდა სახე იმ ახმახს.
- ჰო..
- ყოველ საღამოს გხედავ ხოლმე ჩემი სახლის ფანჯრებთან ფეხშველს.. კიდევ, კიდევ რა ჩაიფიქრე?
- კიდევ? კიდევ ოჯახი..
-არ გყავს?
-არა, ცაში არიან ღმერთთან!
-მაშ დღეს ჩემი ოჯახის სტუმარი იყავი.
-ეს შეიძლება?
-და თან როგორ შეიძლება...
ბიჭი კიდევ ერთხელ დაიბნა:- მე რომ ასეთი.. ასეთი ჭყჭყიანი...
- სამაგიეროდ გული გაქვს სუფთა..--სიტყვა აღარ დაასრულებია კაცმა და წინ გაუძღვა ღამის მუდმივ სტუმარს მის ქუჩაზე.
-იცი დედა რას მეუბნებოდა?- უკან აედევნა სიხარულიგან ფრთაშესხმული პატარა.
-რაო?
-ღმერთმა კეთილი ადამიანები არ მოგაკლოს ცხოვრების გზაზეო.
კაცს კიდევ ერთხელ გაეღიმა, მისთვის ჩვეულებრივი, ადამიანური ღიმილით, რომელიც ღმერთის ღიმილს მიამგვანა უპოვარმა.
ღამეს კი ისევ ათოვდა დეკემბრის ფიფქი..
ბარდნიდა..
სიკეთე თოვდა ახალი წლის ღამეს ქუჩებში.
გზადაგზა სიკეთის ფიფქებს თბილ ხელისგულებზე აგროვებდა ბიჭუნა და როგორც მონატრებულ დედის ცრემლებს, გაცრეცილ ჯიბეებში მალავდა რუდუნებით.
ზოგჯერ ოცნებები ხდება ზოგჯერ არც.. მაგრამ მთავარი არ დავკარგოთ რწმენა, რწმენა იმის რომ წინ უკეთესი დღეებია.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
მოუყევით ოჯახურ ისტორიებს ან წაიკითხეთ წიგნები ერთად.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო