მარიკამ სირბილით აირბინა ოთხი სართული.საკუთარ ბინაში დაფეთებული შევარდა. კარი ჩაკეტა, ფარდები ჩამოუშვა და ოთახის კუთხეში საცოდავად მოიფუზა. რაც ნახა, რაც განიცადა, ძალიან დააბნია და შეაშინა. სულ მთლად კანკალებდა, სახეზე ფერი არ ედო. დიდხანს იყო ასე, მერე უეცრად წამოხტა, კარადას ეცა, ტანსაცმელები გადმოყარა, მამის და ძმების შარვლები, ქურთუკები მოძებნა. კაბა გაიხადა, შარვალი და ქურთუკი ჩაიცვა, კეპკიანი ქუდი დაიხურა. თმები ძლივს დამალა ქუდში. მაკრატელს მისწვდა, ჩალისფერი სქელი, თმა ძირში მოიჭრა. სარკეში ჩაიხედა, მაინც ლამაზი იყო. თავისი პარფიუმერია მოძებნა, შავი თვალების ჩრდილი ხელზე დაიყარა და სახეზე წაისვა. გათხუპნულ ქუჩის მაწანწალას დაემსგავსა. ასეც უნდოდა. მაგრამ ხომ შეიძლება ბიჭად ყოფნამ უფრო გაურთულოს საქმე?! ქართველებს, მითუმეტეს ბიჭებს, აქ არავინ ინდობს. ხმას საერთოდ არ ამოიღებს, ვითომ ყრუა, სულელი... ქალობას ყველაფერი ჯობია. ჯოჯოხეთი გამოიარა, რაც ერთი საათის წინ ნახა საშინელება, ჯოჯოხეთზე მეტი იყო. საცოდავი მისი მეგობარი, საცოდავი თათია... არა, არა, დროზე უნდა წავიდეს აქედან. აქ მას აღარაფერი დარჩენია, ერთადერთი მეგობარი, რომელიც აქ ჰყავდა და რომლის იმედი ჰქონდა, გაუნადგურეს... საწყალი თათია დაკარგულ და -ძმას, მშობლებს ელოდა... ელოდა, ელოდა და ბოლოს ჯოჯოხეთურად დაასრულა ყველაფერი. რაღა იწამოს მარიკამ, ვის სთხოვოს დახმარება. ვინ უშველის? მის გარშემო არავინ დარჩა. ყველა გაიქცა:ზოგი გემით, ზოგი მანქანით, თვითმფრინავით, ფეხით... ვის როგორც შეეძლო, ისე წავიდა ცეცხლმოდებული სოხუმიდან. არეულობაში მარიკას მამა და ძმები დაეკარგა, მათ ლოდინში ძველ ბუდეს შემორჩა. შიშში და ცრემლში გაატარა ერთი თვე. ყველგან კითხულობდა თავისიანების ამბავს, მაგრამ ვერაფერი გაიგო, მკვდრები იყვნენ თუ ცოცხლები, არ იცოდა. დედა, სულ პატარა იყო, რომ დაკარგა, ფილტვის კიბოთი გარდაეცვალა.
იმალებოდნენ, მეგობრები იმალებოდნენ, მაგრამ თათიას მაინც მიაგნეს. უჩუმრად გამოდიოდნენ ერთმანეთის სანახავად, დაცარიელებულ ქუცებში, როცა გარშემო კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. უეცრად გაჩნდნენ სისხლისმსმელები. რომ არ ელოდნენ, მაშინ.
მარიკამ ფრთხილად აირბინა კიბეები. მეგობართან სიხარულით მიიჩქაროდა. ბინის კარი ღია დახვდა... ელდა ეცა. თავი ოდნავ შეყო ოთახში, საძინებლიდან ხმაური ისმოდა. დაიბნა. აღარ იცოდა რა ექნა, გაქცეულიყო თუ მეგობარს დახმარებოდა. გულმა მეგობრისკენ გაუწია... მაგრამ რა ექნა, როგორ დახმარებოდა? თათიას განწირული კივილი ცას წვდებოდა. ბოლოს ავტომატიც აკაკანდა... გინება... კივილი შეწყდა. მარიკა ინსტიქტურად მობრუნდა... უკანმოუხედავად გაიქცა, სანამ ბინამდე მივიდოდა, სულ ეგონა, რომ მოსდევდნენ, სადაცაა მოკლავდნენ. ძლივს დამშვიდდა. საკუთარი თავი უკანასკნელი მათხოვარი, ყველაზე მხდალი, არარაობა ეგონა. როგორ მიატოვა მეგობარი, როგორ ვერ გაიმაგრა გული, როგორ ვერ შეძლო მისი დახმარება?!. გადარჩენის ინსტიქტმა აიძულა გაქცეულიყო, თორემ მასაც მოკლავდნენ. იქნებ ჯობდა მასთან ერთად მომკვდარიყო, ესეც თუ სიცოცხლეა! სირცხვილი... სირცხვილი...
-მხდალო, მხდალო, ლაჩარო! -ჩასძახოდა მარიკა საკუთარ თავს და ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა თვალებიდან.
გათხუპნულმა, ტანსაცმელაჩაჩულმა მარიკამ მთავარი ქუჩა გაიარა. დანგრეულ, ძველ მაღაზიასთან გადაუხვია. გზად არავინ შეხვედრია. მარტო მიაბიჯებდა გზაზე, ეგონა, მთელი სამყარო გაიყინა. ერთადერთი ცოცხალი არსება იყო ცისქვეშეთში და უფლის განაჩენს ელოდა.
-ჰეი! -მოესმა მარიკას ზურგიდან.
არ გაჩერებულა. ნაბიჯს აუჩქარა.
-ჰეი! -ახლა უკვე სულ ახლოს გაიგონა ხმა. როგორც ჩანდა, ის ვიღაც მოსდევდა.
მარიკამ სირბილით განაგრძო გზა. უცნობიც აედევნა.
-სად გარბიხარ, სიგარეტი არა გაქვს?
მარიკა შეჩერდა. უკან მოიხედა და მასავით გათხუპნული, პატარა ბიჭი დაინახა.
-შენ გეკითხები, ყრუ ხომ არა ხარ?
-რა? -დაიბნა მარიკა
-რა და თხა! სიგარეტი არ გაქვს?
-არა! -ძლივს ამოილუღლუღა.
-ჰმმ, აბა რა გაქვს?! -გაბრაზდა ბიჭი.
-არ ვეწევი! -ზურგი შეაქცია უცნობს მარიკამ და გზა განაგრძო.
-ჰეი, საჭმელი არაფერი გაქვს?
გაახსენდა, რომ ჩანთაში საჭმელები ჩააწყო. სასწრაფოდ მოიხსნა ზურგჩანთა, იქვე გადმოაპირქვავა. ჩანთიდან პური, კამფეტები გადმოცვივდა. მარიკას გაეხარდა, როგორც იქნა, რაღაც აღმოაჩნდა.
-აიღე, რამდენიც გინდა, შენი იყოს!
-რამდენიც გინდა, -გამოაჯავრა ბიჭმა-ისე მეუბნები, თითქოს ჩანთა სავსე გქონდეს საჭმელ-სასმელით!
-სულ შენი იყოს!
ბიჭმა ორი კამფეტი აიღო, ხმელ პურს ძლივს მოატეხა ცოტაოდენი,.
-ეგენი ჩანთაში ჩაიწყვე, გამოგადგება! -უთხრა ბიჭმა. იქვე ქვაზე ჩამოჯდა და ჭამა დაიწყო.
მარიკამ დარჩენილი პური, კამფეტები ჩანთაში ჩაიწყო, ზურგზე მოიკიდა და გზა განაგრძო.
-ჰეი! - მოესმა ისევ ზურგიდან-შენ საით გაგიწევია?
მარიკა გაშეშდა. არ იცოდა რა ეპასუხნა. ამასობაში ბიჭმა ახალი კითხვა დაუსვა:ქართველი ხარ?
მარიკა უარესად დაიბნა, ქართველი ვარო რომ ეთქვა, ვაითუ აფხაზებს ჩავარდნოდა ხელში. არას თქმაც უმძიმდა, იქნებ გზააბნეულს დახმარებოდნენ.
-არა! -თქვა ბოლოს და წასვლა დააპირა, მაგრამ ნაბიჯიც ვერ გადადგა. იქნებ მის საშველადაა მოსული ეს მასავით მოთხუპნული ბიჭი... ან იქნებ ბიჭი სულაც არ არის, ისიც გოგოა... ბოლოს მარიკამ ბიჭს გამოხედა, თვალი თვალში გაუყარა და მტკიცედ უთხრა:ქართველი ვარ!
-მერე რა რომ ქართველი ხარ, რას დაჩერჩეტობ აქ, პატრონი არ გყავს? -ჩაიცინა ბიჭმა.
-მიშველე, თუ ღმერთი გწამს, გამიყვანე ამ ჯოჯოხეთიდან! -მარიკა ხმამაღლა აქვითინდა და მუხლებზე დაეცა.
-ნუ, გეშინია, მომყევი, სამშვიდობოს გაგიყვან! -მარიკას სასოწარკვეთილებამ გული მოულბო.
ბიჭი გზას დაადგა. მარიკამ ცრემლები მოიწმინდა, ქურთუკი გაისწორა და ბიჭს უკან აედევნა.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
გააფრთხილეთ ბავშვი ცვლილების შესახებ
თუ რაიმე სიტუაციურ ცვლილებაზე თქვენს შვილს უარყოფითი რეაქცია აქვს, იქნება ეს ტელევიზორის გამორთვა, თამაშის შეწყვეტა საჭმელად ან მეგობრის სახლის დატოვება, ეს ხდება იმიტომ, რომ მას წინასწარ არ აფრთხილებთ. „სკოლაში ჩვენ ვატყობინებთ ბავშვებს ცვლილების შესახებ, რათა მათ ჰქონდეთ საკმარისი დრო რაღაცის დასასრულებლად“, აღნიშნავს კოენ-დორფმანი. „თუკი სახლიდან 8:30-ზე გადიხართ, გააფრთხილეთ თქვენი შვილი ამის შესახებ 8:15-ზე, რათა მას კიდევ ხუთი წუთი ჰქონდეს სათამაშოდ და წინასწარ გასათვალისწინებლად. დააყენეთ ტაიმერი, რათა მან აკონტროლოს დრო“.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო