kids.ge logo

გაქცევა

ფავორიტებში დამატება

V. V თავი

სამალავი გამოიცვალეს ქართველმა მებრძოლებმა. წელიწადი იყო მათთან მარიკა. წლის განმავლობაში არცერთხელ არ წაუყვანიათ საბრძოლველად. ის ყოველთვის ბანაკში რჩებოდა. ძალიან მიეჩვია თავის მეგობრებს, ყველას ძმად თვლიდა. განსაკუთრებიათ კი ლომას შეეჩვია, ის მისთვის ყველაფერი იყო. 

ასე გადიოდა დღეები. მარიკამ თავისი ძმებისა და მამის შესახებ ვერაფერი გაიგო. თუმცა ბუნდოვან ინფორმაციას მეგობრებისგან მოისმენდა ხოლმე, ვიღაცას ჭუბერის უღელტეხილის გადალახვისას უნახავს, ვიღაცას თბილისში და ვიღაცას  სოხუმში. 

ერთ დილას მარიკა ძლიერი აფეთქების ხმამ გააღვიძა. შეშინებული წამოვარდა ფეხზე. მათი ბანაკი ალყაში იყო მოქცეული.  უაზროდ დარბოდნენ მეომრები. დაფეთებული მარიკა ხან სად მიაწყდებოდა და ხან სად. ხედავდა როგორ იღუპებოდნენ მისი მეგობრები. “გაიქეცი, გაიქეცი!“-ჩასძახოდა საკუთარი ხმა. ისიც გარბოდა... გარბოდა... 

ბოლოსდაბოლოს არაქათგამოცლილი გაჩერდა. მაღლა ცას შეხედა, გონება დაებინდა, უგონოდ დაეცა ძირს. როცა გონს მოვიდა უკვე დაღამებულიყო, ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებდა, სულ მარტო იყო უსიერ ტყეში და ბედის განაჩენს ელოდა. ბედმა კი დათომდე მიიყვანა,  კიდევ ერთხელ აჩუქა სიცოცხლე. 

უკვე ბინდდებოდა, როცა დათო ნახირთან ერთად დაბრუნდა შინ. მარიკას ესმოდა მისი შეძახილები. როცა გარეთ საქმეს მორჩა ქოხში შემოვიდა. ლამპა აანთო,  გამომქვრალ ღუმელთან დაჯდა, ნაცარი გამოიღო და შეშა შეაწყო. ცოტახანში ღუმელმა სასიამოვნო გუგუნი დაიწყო. მარიკას ბავშვობა გაახსენდა. გაჩახჩახებული ბუხარი და მის გარსემო შემომსხდარი თავისი ოჯახი. თვალზე ცრემლი მოადგა. მალულად ამოჰყო ხელი საბნიდან, თვალები მოიწმინდა. ის არავის დაუნახავს, ლამპის მკრთალი შუქი ძლივს აღწევდა მის საწოლამდე, დათოს კი სულაც არ გახსენებია სტუმარი. ტავის ჩვეულ საქმიანობას მონდომებით აგრძელებდა, ღუმელზე წყლით სავსე ვედრო შემოდგა, გარეტ გავიდა და რძით სავსე ქვაბით დაბრუნდა. ისიც ღუმელზე დადგა. მერე ტავადაც ჩამოჯდა სკამზე და ხელები აგუზგუზებულ ცეცხლს მიაფიცხა. მარიკა გვერდზე გადაბრუნდა. საწოლი აჭრიალდა. დატოს ახლა გაახსენდა სტუმარი. 

-ჰეი! -გასძახა. 

მარიკა გაიტრუნა. ხმა არ გასცა, ვითომ ეძინა. 

-საწყალი, ძალიან კი დაღლილა, -ჩაიბურტყუნა თავისთვის. 

ოთახში რძის სუნი დატრიალდა. მარიკას პირზე ნერწყვი მოადაგა. მთელი ძალით იგრძნო შიმშილი. საწოლში აშმაკურდა, ერთი-ორჯერ დაახველა, ვითომ ახლა გაიღვიძა. 

-ადე, ბიჭო, ვივახშმოთ! -გასძახა დათომ. 

ის იყო, მარიკამ ადგომა დააპირა, რომ გარეთ ძაღლები აყეფდნენ. გაისმა თოფის ხმა. ძაღლები შესაბრალისად აწკმუტუნდნენ. დათო ფეხზე წამოხტა, თოფს ხელი დაავლო და კარებს მივარდა, გარებას აპირებდა, მაგრამ კარი თვითონ გაიღო. ოთახში შეიარაღებული ოთხი მეომარი შემოვარდა. დათოს თოფი ჩამოარტვეს და კუთხეში მიაგდეს. 

-არ გაინძრე, თორემ ტვინს გაგასხმევინებ, შენი დედა... -მუცელში წიხლი ჩასცხო ერთ-ერთმა დათოს. 

მარიკას ძარღვებში სისხლი გაეყინა. საბანი თავზე გადაიფარა,  სუნთქვა შეიკრა, ლამის გული გაუსკდა. ცოტახანში კი გონება დაკარგა. 

-ვინ ხარ? -ავტომატი ყელში მიაბჯინეს დათოს. 

-მწყემსი ვარ! 

-თქვენი ჯიში უნდა გავწყვიტოდ ერტიანად, აბა, გვითხარი აქეთ მეომრებს ხომ არ ჩამოუვლიათ? 

-მე არავინ მინახავს! 

-მასე არაფერი გამოვა! 

-მართალს გეუბნევით... 

-ისე შენი დედა! -დათოს მუშტი მოხვდა ცხვირში.  

მერე  ღუმელის გვერდით ბოძზე მიაკოჭეს. 

-ცოცხლად უნდა დაგწვათ, შენი... -კიდევ ერთხელ შეუკურთხეს, იმდენი ურტყეს სანამ არ გათიშეს. 

-აბა, დავბრაწოთ გოჭივით! 

ნავთით სავსე ბოთლი  მთელ ქოხში დააქციეს. ღუმელს თავი ახადეს და ანთებული შეშა ყველგან მიმოაბნიეს. მერე უცებ გაცვივდნენ ქოხიდან. 

მარიკა გონს მოეგო. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა, მხოლოდ ცეცხლის გუგუნი არღვევდა მყუდროებას. ფრთხილად ამოჰყო თავი საბნიდან. ოთახი ცეცხლის ალს გაენათებინა, ბოძზე მიბმული დათო დაინახა, საწოლიდან წამოხტა, დათოს მივარდა, ხან ანჯღრია, ხან კი სახეში ურტყა ხელი, მაგრამ გონზე ვერ მოიყვანა. თოკები ძლივძლიობის გახსნა. დატოს შეეშვა, საბანს ხელი დაავლო და ცეცხლს დაუწყო ჩაქრობა. როგორც იქნა ჩააქრო. ამასობაში დათოც მოეგო გონს. 

-რა მოხდა, სად ვარ? -ორივე ხელი თავზე იტაცა. 

-ნუ გეშინია, ისინი წავიდნენ, მგონი გადავრჩით. 

-შენ გეძებდნენ? 

-არ ვიცი, მე... მე... ვის რაში ვჭირდები... 

-როგორც ჩანს სხვები არიან, მაგრამ ჩვენ აქაურობას უნდა გავეცალოთ, შესაძლოა ისევ დაბრუნდნენ უკან. ნადირები, სასიკვდილოდ გამიმეტეს,  ცოცხლად მწვავდნენ, კიდევ კარგი  ვერ შეგამჩნიეს. შენ მე გადამარჩინე... წავიდეთ, წავიდეთ... -ძლივს წამოდგა დათო და ბორძიკით გავიდა გარეთ, მარიკაც უკან გაჰყვა. 

საკმაოდ ციოდა. ახლა მიხვდნენ რომ თითქმის ტანთ არაფერი ეცვათ. ორივემ კანკალი დაიწყო. 

-ასე შორს ვერ წავალთ, გავიყინებით, დაბრუნდი, თუ რამე გადაურჩა ცეცხლს, წამოიღე. ჩემი ნაბადი იქნებ მომიძებნო. 

მარიკა უკან დაბრუნდა  ყველეფერი წამოიღო, რაც ცეცხლს გადაურჩა. რაც მთავარია ნაბადი მოიტანა, ცოტა შეტრუსული, მაგრამ მაინც გამოსადეგი. თბილად ჩაიცვეს. აღარ ციოდათ. დათო ძლივს იდგა ფეხზე. 

-ახლა ფარდულში შედი, იქ მაგიდაზე ზურგჩანთა დევს. პური ტომარაშია, ყველი კასრებში, იმდენი წამოიღე,  ორი დღე მაინც გვეყოს. ბევრი არაფერი აიღო, სიარული გაგვიჭირდება.  სოფლამდე როგორმე უნდა მივაღწიოთ. მიდი სწრაფად, თოფიც იქნებ სადმე ნახო. 

მარიკა ისევ შებრუნდა და ყველაფერი მოიტანა, რაც დათომ დააბარა. მარიკა მხარში შეუდგა დათოს და სიბნელეში გაუჩინარდნენ. იარეს, იარეს და ბოლოს არაქათგამოცლილები ტოტების მთელ გროვასთან გაჩერდნენ. ორივენი მიეყარნენ და დაღლილ-დაქანცულებს იქვე მიეძინათ. 

დილით დათოს გაეღვიძა. მარიკას ეძინა. თვალები გაახილა თუ არა მის ლამაზ სახეს შეეფეთა. “ქალივით ლამაზია“გაიფიქრა  გულში. მართლაც საოცრად ლამაზი იყო მარიკა: მოშვილდული შავი წარბები, პატარა ოდნავ აპრეხილი ცხვირი, ვარდისფერი თხელი ტუჩები, თეთრი სახე, რომ იტყვიან კალმით ნახატიო, სწორედ მასზე იყო ნათქვამი. 

მარიკა შეიშმუშნა და თვალები გაახილა. დათოს გაკვირვებულ მზერას წააწყდა, დაფეტებული წამოხტა, თავზე ქუდი წამოიფხატა, ტანზე ქურთუკი მჭიდროდ შემოიხვია, ფიჩხის მოსატანად მივდივარო, დაიძახა და ბუჩქებში გაუჩინარდა. 

შორს თოფის ხმა გაისმა, ავტომატიც აკაკანდა. მარიკა გულგახეტქილი მოვარდა დათოსთან. ორივენი შეშინებულები უყურებდნენ ერთმანეთს.  

-გესმის? როგორც ჩანს იპოვნეს, ვისაც ეძებდნენ. ფრთხილად ვიყოთ, გზაზე არსად შევეფეთოთ. სოფლის გზა კარგად ვიცი, მაგრამ მაინც სახიფათოა სიარული. 

დათო მოძლიერებულიყო, იმდენად აღარ ჰქონდა სისუსტე. მარიკამ ზურგჩანთა მხარზე მოიგდო და გზას დაადგნენ. 

თენდებოდა. ტყე ჩვეული განრიგით იწყებდა დღეს. მზის სხივებში გახვეული ლამაზად იღვიძებდა. შემოდგომის ფერებით შემოსილი ზლაზვნით იშორებდა ღამის სიბნელეს. უკანასკნელი ფოთლები შრიალით ცვიოდა დბლა. დედაბუნება ხარობდა, თითქოს ადამიანებს ეუბნებოდა, რამ გაგაბოროტათ, რამ მოგაწყურათ ასე ერთმანეთის სისხლი, მე ხომ სიკეთისთვის, სიყვარულისთვის შევქმენი ეს სილამაზეო. თითქოს არ ჯავრობდა, რა ორომტრიალში იყვნენ ადამიანები. 

მარიკა და დათო ფრთხილად მიუყვებოდნენ პატარა ბილიკს. ხმას არცერთი იღებდა. მარიკას წუხანდელი ღამე გაახსენდა, როგორ იყო ჩახუტებული დათოსთან და გააჟრჟოლა. მალულად  გააპარა თვალი მისკენ. ახლა შეამჩნია, რომ დათო საოცრად მიმზიდველი მამაკაცი იყო. წყნარად, ომია,  რომანტიზმის დრო არ არის. აი, მშვიდობიან დროს რომ შეხვედროდა ეს ბიჭი, ნამდვილად შეიყვარებდა, სწორედ ასეთ მზეჭაბუკზე ოცნებობდა. ბედი არ გინდა?! მარიკა ახლა პატარა ბიჭია, ჯერჯერობით სიყვარულის უფლება არ აქვს, ფიქრებში ეუბნებოდა მარიკა საკუთარ თავს. 

-მათე შევისვენოთ ცოტახანს, რაღაც შეუძლოდ ვარ, შევჭამოთ რამე1

დათო შეჩერდა. ფიქრებში წასული მარიკა დაეჯახა, უცებ დათოს თვალებს წააწყდა და დაიბნა. 

-ბიჭო რა ქალივით მიყურებ, ხომ არ გეშინია? 

შერცხვა და თვალები დაბლა დახარა. 

ტყეში ბუჩქნარით დაფარული ადგილი მოძებნეს და დასასვენებლად შეჩერდნენ. ჩანთიდან ყველი და პური ამოიღე, მადიანად შეექცნენ საჭმელს. 

-ეხ, ახლა უნდა დაგვადგნენ თავზე, -მოვიდა ხუმრობის ხასიაცე დათო, -შენი ამბავი რომ ვიცი შიშისგან გული წაგივა. 

-თუ არა შე არ შეგეშინდება! 

-რაც უნდა იყოს მაძღრები წავალთ იმქვეყნად, გაიცინა დათომ, -მათე ცოტას წავიძინებ, რაღაც ვერ ვარ კარგად, მგონი სიცხე მაქვს, მთელი სხეული მტკივა, ფხიზლად იყავი, თავზე არავინ დაგვადგეს. 

მარიკამ დათოს შეხედა, მთელი სახე უხურდა, თვალებს ძლივს ახელდა. ცოტახანში ჩაეძინა. თვითონ მოიკუნტა და თავი ხელებში ჩარგო. გავიდა ერთი საათი, ორი, სამი... დათო კი არა და არ იღვიძებდა. ხელი შუბლზე დაადო, დათო  იწვოდა. აღარ გააღვიძა, დაელოდა თავად როდის გაიღვიძებდა. ლოდინში კიდავ დრო გავიდა, ამასობაში თვითონაც ჩაეძინა. ხმაურმა გამოაღვიძა. საუბარი სულ ახლოს გაიგონა. თავი მალულად ამოჰყო ბუჩქებიდან და მეომრები დაინახა. შეშინებული მიწაზე გაწვა, სუნთქვაც კი შეწყვიტა. დათოს გახედა. მას მშვიდად ეძინა. 

-გაიარე, შენი დედა... -წინ გაეგდოთ ტყვე და მიათრევდნენ. 

როგორც იქნა,  გაიარეს და თვალს მიეფარნენ. მარიკა დათოს ეცა და ნჯღრევა დაუწო. შეშინებული დათო ფეხზე წამოხტა. 

-გაიღვიძე, გაიღვიძე, ისინი აქ არიან! 

-ვინ ისინი... სად... -დაიბნა დათო. 

-ეს წუთია აქ ჩაიარეს, თან ტყვე მიჰყავდათ. 

-ტყვე?! -გამოფხიზლდა დათო. 

-საბრალო, ახლა მას საშინლად აწამებენ, ნეტავი შემეძლოს მისი განთავისუფლება! -თვალზე ცრემლი მოადგა მარიკას. 

დათომ მარიკას შეხედა. ისევ გაიფიქრა, რომ საოცრად ლამაზი და ქალივით გულსუსტი იყო. 

-შენ ბიჭო, მართლა პარტიზანებთან იყავი თუ მატყუებ? 

მარიკას შერცხვა თავისი ქალური სისუსტის, გულში ძალიან გაბრაზდა საკუთარ თავზე და შემოუძახა:ახლა ცრემლების და ვიშვიშის დროა? ახლა გმართებს სიყოჩაღე! ძმას გიკლავენ, ქართველ ვაჟკაცს. მაია გაიხსენე, შენსავით კაცის ტანსაცმელი ეცვა, იმალებოდა, ქალობას მალავდა, მაგრამ არავის შეუმჩნევია ის, რომ ქალი იყო, ტოლს არ უდებდა ვაჟკაცებს. უცებ მარიკა გამოცოცხლდა, თვალებში საოცარი ნათელი ჩაუდგა, ფეხზე წამოხტა. 

-დათო, ტყვე უნდა გავანთავისუფლოთ! -წარმოსთქვა მტკიცედ. 

-რა? -გაკვირვებულმა დათომ მარიკას შეხედა და ვეღარ იცნო, სადღა იყო ის მშიშარა, გულსუსტი ბიჭი, მის წინ ნამდვილი მებრძოლი იდგა. 

-ტყვე უნდა გავანთავისუფლოთ! 

- ტყვედ ჩავვარდებით ან დაგვხოცავენ, ჩვენ ორნი ვართ, ისინი ოთხნი, თან თავიდან ფეხებამდე შეიარარებულები, ჩვენ ხეირიანი იარაღიც კი არ გვაქვს. 

-არა, თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს უნდა გავანთავისუფლო! -მარიკა ფეხზე წამოდგა, დათოს თოფს ხელი დაავლო და წასვლა დააპირა. 

-მოიცა, მოიცა, ცხელ გულზე ნურაფერს გადაწყვეტ, მოვიფიქროთ! 

-რაღა მოვიფიქროთ, სანამ მოკლავენ უნდა დავეხმაროთ! 

ორივენი იქით წავიდნენ, სადაც მეომრები მიეფარნენ თვალს. უკვე ბინდდებოდა, როცა მათ ადგილ-სამყოფელს მიუახლოვდნენ. ცეცხლი გაეჩაღებინათ და ღრეობდნენ. გაკოჭილი ტყვე მოშორებით ეგდო. ცეცხლის შუქზე მარიკა ტყვეს დააკვირდა. თითქოს ემცნო. უცებ თვალები გაუფარტოვდა, მოულოდნელობისგან ლამის შეჰყვირა, მაგრამ დროზე შეიკავა თავი. ეს ხომ მისი მეგობარი ლომაა. 

-ის ჩემი მეგობარია! -მივარდა მარიკა დათოს, -ჩვენ ერთად ვიყავით, ერთად ვიბრძოდით! -იღვრებოდა ცრემლებად. 

-კარგი, კარგი, დაწყნარდი! -ხელები შემოაჭდო მარიკას დათომ და ძლივს დააწყნარა. 

-ეს ცრემლები ვაჟკაცის არ უნდა იყოს! -თვალებში ჩახედა აცრემლებულ მარიკას დათომ, -შენ ბიჭი არ ხარ! 

დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს. მარიკას შერცხვა და თვალები დაბლა დახარა. 

-ვინ ხარ? -ჩაეკითხა დათო. 

-მარიკა! 

-ჰმ, რაღაცას ვხვდებოდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი. 

დათოს მარიკას გვერდით გატარებული მთელი ღამე გაახსენდა და გაეცინა. 

-დათო, მერე ყველაფერს მოგიყვები, ახლა მთავარია ჩემი მეგობარი გადავარჩინოთ! 

-მართალია, დრო აღარ გვაქვს, ადვილი არ იქნება მათი დამარცხება, ვეცადოთ სასურველი დრო შევარჩიოთ. იქნებ ჩაეძინოთ. 

დიდხანს იხორხოცეს მეომრებმა. შამფურებზე ხორცი შეწვეს. დაბრაწულ ხორცს ჯერ ტყვეს აჩვენებდნე, მერე თავად მადიანად შეექცეოდნენ, ზედ არაყს აყოლებდნენ. დიდხანს ღრეობდნენ, გაილეშნენ და იქვე, ცეცხლის პირას მიწვნენ. 

მარიკა და დათო ფრთხილად გაემართნენ მათკენ. ოთხივეს მშვიდად, ღრმა ძილით ეძინა. ავტომატები ჩაებღუჯათ ხელში. დათომ მიზანში ამოიღო ერთ-ერთი. ოთხივეს ისე  ჩახოცავდა,  ვერაფერს გაიგებდნენ. მარიკას გასროლის მოლოდინში გული აუფანცქალდა, მაგრამ თოფი არა და არ გავარდა. დათომ იარაღი დაბლა დაუშვა. 

-იცოცხლონ, ესენიც ადამიანის შვილები არიან! -წასჩურჩულა მარიკას. ფრთხილად გაემართნენ  ტყვისკენ. ტყვეს ჩასძინებოდა. დათომ ერთი ხელი პირზე ააფარა, მეორეთი შეანჯღრია. როცა დაფეთებულმა ტყვემ თვალები გაახილა, დათომ ყურში ჩასჩურჩულა, წყნარად შენიანები ვართო და ისიც გაიტრუნა. ფრთხილად შეუხსნეს ხელ-ფეხი, იქვე მიყრილი ნაბდებიდან ერთ-ერთი აიღეს და სიბნელეში გაუჩინარდნენ. დიდხანს იარეს. ხმას არცერთი იღებდა. ბოლოს დაღლილ-დაქანცულები გაჩერდნენ. 

-მადლობა ძმებო! -მაგრად ჩამოართვა ხელი ლომამ მარიკას და დათოს, მერე ორივე  ჩაიკრა გულში. 

-მასე უნდა, ძველი მეგობარი ვეღარ იცანი? -უსაყვედურა მარიკამ ლომას. 

ლომას ხმა ეცნო, მარიკა თავისკენ მოზიდა და სახეში ჩააშტერდა. 

-ბიჭო მათე შენ ხარ, თუ მეჩვენება! -ლომამ გულში ჩაიკრა მეგობარი, -თუ ცოცხალს გნახავდი არ მეგონა, შენი ჭირიმე ბიჭო! -ვეღარ მალავდა ემოციებს გახარებული ლომა, -დაღუპული მეგონე, მაშინდელ ბრძოლებში, თითქმის ყველა დაიღუპა. მე თემური და ნიკო გადავრჩით, მანამ გვდიეს სანამ არ გვიპოვნეს. თემური და ნიკო დაიღუპნენ, მე ტყვედ ამიყვანეს. თქვენი წყალობით გადავრჩი, მადლობა მეგობრებო! 

-ჩემი სათქმელიც ეგ არის, შემთხვევით გადავრჩი. 

-შენი ჭირიმე,  ბიჭო! -კიდევ ერთხელ შემოჰკრა თავისი ღონიერი ხელი ლომამ მეგობარს. მარიკა კინაღამ წაიქცა. 

-ბიჭო, ისევ ისე ხარ, არ დავაჟკაცდი? 

-ყველა შენისთანა დევი ხომ არ იქნება! -არ სწყენია მეგობრის სიტყვები მარიკას. 

-მე კი გამანთავისუფლეთ, მაგრამ ხომ შეიძლება იმათ გაღვძებოდათ და დაეხოცეთ. 

-ისე ღრმად და მშვიდად ეძინათ, ადამიანურად შემეცოდნენ. 

-შენ არ იყავი ცოდვა, ცოცხლად რომ გწვავდნენ? -ხმას აუწია მარიკამ. 

-ეგენიც ადამიანები არიან, ომმა და უსამართლობამ გააბოროტა, ვიღაცა უნდა შეჩერდეს, თორემ სისხლისღვრა დაუსრულებლად გაგრძელდება. დილით რომ გაიღვიძებენ, მიხვდებიან, რომ დავინდეთ და საკუთარი თავის შერცხვებათ. გულში ისინიც ჩვენსავით სიკეთეს ჩაიღვრიან და იტყვიან, აღარ გვინდა ომი, როგორც აქამდე ძმებივით გვიცხოვრია, ისე ვიცხოვროთო, ეს დალოცვილი დედამიწა ყველას დაგვიტევსო. 

-რა პოეტურად ლაპარაკობ მეგობარო! -ახლა დათოს შემოჰკრა თავისი ლომივით ტორი ლომამ. 

მარიკას თვალზე ცრემლი მოადგა. 

-ხომ ვამბობდი, ამისი დავაჟკაცება არ იქნებათქო. 

დათომ და მარიკამ ერთმანეთს შეხედეს და გაეცინათ. ამასობაში გათენდა. ლომამ სახეზე სისველე იგრძნო. მაღლა აიხედა. უსასრულობიდან  თოვლის ფანტელები ეშვებოდნენ. ჯერ აქა-იქ გამოჩნდნენ, მერე ისე გაბევრდნენ, რომ თვალთახედვა აღარ იყო. 

-წავიდეთ, თორემ ისე თოვს გზა-კვალი აგვერევა, -შეშინდა ლომა. 

-თითქმის სოფლის გზას ვადგავართ, საშიში არაფერია. -დაამშვიდა დათომ. 

მეგობრები გზას დაადგნენ. მარიკამ ხელი ჩასჭიდა დათოს და შესცინა. 

-თქვენ ხომ არ გაგიჟდით! -დაუბღვირა ლომამ ორივეს. 

მარიკა ხმამაღლა აკისკისდა, დათო ახარხარდა. ლომა გაკვირვებული უყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს. მათი სიცილი კი ზარივით ისმოდა უზარმაზარ ტყეში. 

არე-მარე უეცრად გაეხვია თოვლის თეთრ საბანში. მეგობრებს აღარაფრის შიში ჰქონდათ, ისინი, თითქმის, შინ იყვნენ. ახალგამოღვიძებული სოფელი ეგებებოდა ნაომარ, ღამენათევ მეგობრებს. თოვლი კი ბარდნიდა და ბარდნიდა. 

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

მოუსმინეთ ექიმს

თუ თქვენი პედიატრი თვლის, რომ თქვენი ბავშვის ცხელება გამოწვეულია ვირუსით, ნუ აიძულებთ მას მიიღოს ანტიბიოტიკები. საუკეთესო წამალი შეიძლება იყოს დასვენება, ბევრი სითხე და ცოტა სითბოც. ანტიბიოტიკების ჭარბად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები და დააქვეითოს ბავშვის რეზისტენტობა ვირუსის მიმართ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024