ერთხელ სოფელში ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. თბილად ჩაიცვი, კაშნე მოიხურე, ისე გარეთ არ გახვიდე. _ დაიყვირა ბაბუამ. „ბაბუს ალბათ სიარული როგორ უჭირს“. _ გაიფიქრა დემეტრემ და ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან. ცოტა ხანს ასე იწკრალა და უკვე გამოწყობილი კართან დადგა.
მიდის დემეტრე და თან უკან იყურება. გასცდა სოფელს, ტყე დაიწყო, მაგრამ ვერც ამან შეაშინა და განაგრძო გზა. მიდის და გზად შემოხვდა ფერია:
ბიჭუნამ ჰკითხა, _ ვინ ბრძანდებითო?
- მე ტყის ფერია ვარ, - უპასუხა ფერიამ.
- ტყის ფერია, ეს გზა საით წამიყვანს?
_აი, ამ ტყის ბოლოს, სოფელი სრულდება. -ფერიამ ხელით ანიშნა და თან საუბარი განაგრძო. -კარგო ბიჭოვ, რა დაგიკარგავს ამ ტყეში?
- ჯადოსნურ ჯოხს ვეძებ. -ამოისუნთქა ბიჭუნამ.
- აბა, ხელები მომეცი, სულ გაყინულხარ. წამოდი, ჯერ გავთბეთ და მერე ერთად მოვძებნოთ ჯადოსნური ჯოხი. - ფერიამ თავისი ბეწვის ქურთუკი ბიჭუნას მხარზე მოახურა და ასე განაგრძეს გზა.
ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, მიადგნენ ფერიას სასახლეს. სასახლე ერთი შეხედვით პატარა იყო, თუმცა დათოვლილი ეზო თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. ხის კენწეროში, ციყვებს სახლი აუშენებიათ და იქ შეყუჟულიყვნენ. შორიახლოდან ბაჭიას ყურები დაუცქვეტია. ბიჭუნამ, როგორც კი ერთი ნაბიჯი გადადგა იქიდან მაშინვე მოკურცხლა. სასახლეში ფერია და ორი ჯუჯა მიკი და ნენსი ცხოვრობდნენ. „ფერია დაბრუნდა!“ - თავი წამოყო ნენსიმ. „ფერია დაბრუნდა!“ - ბიჭმა მიიხედ-მოიხედა, ეგონა მომესმაო, შეშინებული და განცვიფრებული მზერა ჯუჯებისკენ ჰქონდა მიმართული.
- დემეტრე გაიცანი, მიკი და ნენსი. ისინი დღეიდან შენი მეგობრები იქნებიან. - თქვა ფერიამ.
- გინდა ცხელი რძე? - ნენსიმ, დემეტრეს რძით სავსე ჭიქა მიაწოდა.
- მადლობა, ზუსტად ისეთია ძილის წინ ბაბუა რომ მასმევს.
აი, უკვე გათამამდა დემეტრე და მაშინვე გასათბობად ბუხარს მიეშურა. მოიხსნა კაშნე, გაიხადა ქურთუკი და ქუდი და ხელთათმანებიც იქვე ახლოს დააწყო. ბიჭუნამ თავისი განსაცდელის შესახებ უამბო. ჯუჯებმაც ხელი გაუწოდეს და უთხრეს, რომ ჯადოსნურ ჯოხს ერთად აუცილებლად იპოვიდნენ.
- მაინც ასე დაჟინებით რატომ ეძებ ჯადოსნურ ჯოხს?- მოულოდნელად იკითხა მიკიმ.
- ძალიან მინდა ბაბუა მალე ფეხზე წამოდგეს და ძველებურად ისევ შეძლოს ჩემთან თამაში. - დამწუხრებულმა დემეტრემ ეს სიტყვები ერთ ბაშად ამოთქვა.
- მე ვიცი, სადაც არის ჯადოსნური ჯოხი, მაგრამ ამისთვის ჯერ თქვენ უნდა დამეხმაროთ. - ფერიამ ეს სიტყვები წარმოსთქვა თუ არა, მაშინვე წერილებით სავსე ყუთი ოთახიდან გამოიტანა.
- ტყის ფერიავ! ტყის ფერიავ! - ახმაურდნენ ჯუჯები.
- ეს რა წერილებია? -იკითხა ბიჭუნამ.
- დემეტრე, მიკი, ნენსი ეს წერილები, თოვლის ბაბუამ გამომატანა. ამ სოფელში ჩამოსვლას ვერ ახერხებს და საჩუქრები პატარებისთვის ჩვენ უნდა დავამზადოთ.
- ჩვენ ელფები ვართ! -დაიყვირა მიკიმ.
- მე მთავარი ელფი ვარ! - თავდაჯერებული ნენსი, მიკის წინ გადაეღობა.
გადიოდა დღეები, თოვლმა სოფელში კიდევ უფრო იმატა. ბედნიერი ბიჭუნა მზად იყო ყოველდღე ტყის ფერიასთან წასულიყო, რადგან მალე ბაბუას დახმარებას შეძლებდა. დილით მზის სხივი ბიჭუნას ფანჯრებთან მოკალათებულან. თეთრ ნაბადში გახვეული საქანელა ბავშვების მოლოდინში იყო. ლოლოები ლურჯ იალქნებად შემოსილან სახლის სახურავს. აი, მოულოდნელად წამოხდა დემეტრე საწოლიდან და გზას ისევ ტყისკენ გაუდგა.
ტყის ფერია, როგორც კი როიალს მიუჯდა მაშინვე იქაურობა ჯადოსნურ სამყაროდ იქცა, განათდა ნაძვის ხე, ეზო, ტყე. ალაგ-ალაგ, კალათები სავსე იყო კამფეტებით. ჯუჯები ელფების ფორმაში გამოწყობილიყვნენ. უამრავი საჩუქრები და ტკბილეულით აივსო სასახლე. „თოვლის ფანტელებო, თოვლის ფანტელებო, თეთრად რომ დაფარეთ გზები...“ -გაისმა ყველაზე ლამაზი სიმღერა და ამაში ფერიამ ჯუჯებიც აიყოლია. „ ფიფქებო, ფიფქებო ქათქათა ფიფქებო“... სიმღერას ბიჭუნაც აჰყვა და ამასობაში ყველაფერი უკვე მზად იყო. ხვალ საღამოს შობაა და ბავშვებს საჩუქრები აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.
კამფეტების ჭამისაგან ჯუჯებს ბუხართან ჩასძინებიათ. ფერიამ ოთახში ჯერ ერთი გადაიყვანა დასაძინებლად, შემდეგ მეორე. მიკის და ნენსის ერთმანეთი ისე ძალიან უყვართ, რომ ერთმანეთის გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებენ.
-დემეტრე გამომყევი, რაღაც მინდა რომ გაჩვენო. -თქვა ფერიამ.
- ტყის ფერია!... ტყის ფერია!... აედევნა ბიჭუნა.
- გისმენ დემეტრე.
- ამ სასახლეში მხოლოდ თქვენ ცხოვრობთ?
- შვილო, ამ სოფელში სტუმრად ვართ.
- სტუმრად? - გაოცებით იკითხა ბიჭუნამ.
- როგორც კი წერილი მივიღე, რომ ამ სოფელში, თოვლის ბაბუა ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, მაშინვე გამოვეშურეთ, რათა არცერთ ბავშვი შობას საჩუქრის გარეშე არ დარჩენილიყო.
-ჩემს უკან დადექით, მე დაგიცავთ! - დემეტრე მოულოდნელად გავარვარებულ სინათლეს წინ გადაეფარა.
- დემეტრე ნუ გეშინია, ის ჯადოსნური ჯოხია.
- ტყის ფერია, ბაბუა მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ კეთილ ადამიანებს ეხმარება?
- მართალია და უფრო მეტსაც გეტყვი, ის ეხმარება ყველას თუ იგრძნობს, რომ მას ძალიან ტკივა.
- აი, აქ მტკივა...-ბიჭუნამ ხელი მუცელზე დაიდო.
- აბა, მაჩვენე... ფერიამ ჯადოსნური ჯოხი ბიჭუნას მუცელს შეახო თუ არა ტკივილმაც მაშინვე გაუარა.
დღეს შობაა! დემეტრემ თვალები როგორც კი გაახილა მაშინვე ბაბუასკენ გაიქცა. ეზოდან ახალი შემოსული იყო და ბუხარს ანთებდა. „მიდი გაიქეცი, თოვლის ბაბუამ საჩუქარი მოგიტანა“ - დემეტრემ ეს სიტყვები გაიგო თუ არა მაშინვე ნაძვის ხესთან მივიდა, დაიხარა და დაინახა, რომ სწორედ ის ციგა იყო, რომელიც მას ასე ძალიან უნდოდა. „კარგად შეამოწმე, მანდ წერილიც უნდა იყოს!“ - დაიყვირა ბაბუამ. „ეს ალბათ ტყის ფერიასგან არის“ - გაიფიქრა ბიჭუნამ და მაშინვე შეუდგა წერილის კითხვას.
„წერილი დემეტრეს!
გამარჯობა დემეტრე, დარწმუნებული ვარ დიდი ბიჭი, რომ გაიზრდები მაშინაც გადაშლი ამ წერილს და წაიკითხავ. ჩემი წასვლის დრო მოვიდა, მაგრამ გპირდები, მოვალ მაშინ, როცა შენ ეს ძალიან დაგჭირდება. დაუჯერე მშობლებს, იზრუნე ბაბუაზე და ყური უგდე ყველა მის დარიგებას. თუ მოუსმენ გულისყურით ის არასდროს არ დაგავიწყდება, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. გაიზარდე დიდი ბიჭი და მე აუცილებლად დავაკვირდები შენს ხელებს, თვალებს, ნაბიჯებს... დავაკვირდები შენს ყოველ წარმატებას და აუცილებლად ვიამაყებ შენით. გილოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს! მოკითხვას გითვლიან შენი მეგობრებიც, მიკი და ნენსი. ახლა კი გაიქეცი და ბაბუას ჩაეხუტე, მას სიარული უკვე შეუძლია და თანაც ისე, რომ მზად არის შენთან ერთად თოვლში ითამაშოს.
მომავალ შეხვედრამდე!“
- შვილო დავიღალე, ამდენი სირბილი აღარ შემიძლია.
- კარგი რა ბაბუ, თამაში ჯერ ახლა არ დავიწყეთ?
- კი, მაგრამ სად შემიძლია ამდენი? დავბერდი ბაბუ უკვე.
- ბაბუ, როგორ ფიქრობ: თოვლის ბაბუას უფრო დიდი ცხვირი აქვს თუ შენ?
- ნახე, ამ მაიმუნმა რა მკითხა? მოდი, შენ აქ!... -აედევნა ბაბუა.
აი, ასე დამთავრდა ამბავი მათი. ზღაპრის ბოლო კეთილია: დემეტრეს საშობაო სურვილიც ახდა, ბაბუა თავს უკეთ გრძნობდა. სახლში სტუმრებმა ნელ-ნელა მოსვლა დაიწყო და მთელი სოფელი ნამდვილ საშობაო დღესასწაულად იქცა.
ჩემო პატარებო, გჯეროდეთ რომ სურვილები ხდება. დაწერეთ წერილები, ჩაიფიქრეთ და დაელოდეთ. დადგება დრო და თქვენც დემეტრეს მსგავსად აგიხდებათ ის ნატვრა, რომელიც ფურცელზე გადაიტანეთ, ან გულით ატარებთ.
გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე!
ჭირი - იქა,
ლხინი - აქა,
ქატო - იქა...
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
არ მოექცეთ ბავშვებს ზრდასრულებივით
ზოგჯერ მშობლები შვილებისგან ძალიან ბევრს ელიან. შეიძლება გინდოდეთ მოექცეთ ბავშვებს ზრდასრული ადამიანის მსგავსად, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი პატარა ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია. ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ ის ყველაფერს დაუყოვნებლივ გაიგებს. გამოიჩინეთ მოთმინება და მიეცით საშუალება ისწავლოს საკუთარი ძალებით. მნიშვნელოვანია ბავშვის წახალისება, რათა განაგრძოს სწავლა. შეიძლება დაგჭირდეთ იმის გარკვევა, თუ რა აინტერესებს თქვენს შვილს. იყავით კრეატიული, როდესაც მას ამოცანას აძლევთ და დარწმუნდით, რომ ეს ორივესთვის გასართობი იქნება და არა აუცილებელი დავალება
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო