kids.ge logo

ყაყაჩოსა სიწითლითა

ფავორიტებში დამატება

ფრთაგაშლილი ფრთები არი,
სხივგაშლილი სერებია...
არ ჩურჩულებს ლელინი, -
გული შეჯერებია...
აქ კორდია მობიბინე,
იქ მზინი ტევრები
რად უსკდება გული ირემს?
გელა გადამტერებია...
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს -
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია?“
შვიდი ზეცა გადირბინეს,
არსად შეუსვენებიათ...
ამ მშვენიერ მინდორ-ველზე
რა ნარი ფერებია?!
„ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვარსკვლავი ბრწყინავსვარსკვლავი ბრწყინავს, ო, ვარსკვლავი კრთის სასიამო და მთვარე არის კვლავ სხივთა მთოვარ. . . დაგვიანებით გად...თუთალამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის თავზე გადამისვას ხელი... დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ ხე მაღალი, ...შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაოშენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ... სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა: ვერც...ასეთი დარი თუ იყო მაშინ?მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა, იდგა თბილისი, როგორც ერეკლე ხმალშემართული ნარის ციხესთან... ღრუბლები როკვით ...აჰა, მაცდური აქაც შემომყვა...აჰა, მაცდური აქაც შემომყვა, დამიხვდა აქაც: და მოზეიმე ჩამიქრა სული, ყოველი გაქრა - მზის ბრწყინვალებაც, ლა...

ნახატი ლექსები

ლექსზე „ყაყაჩოსა სიწითლითა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026