kids.ge logo

გული გავგზავნე ქვეყნადა

ფავორიტებში დამატება
გუ−ლი გავგ−ზავ−ნე ქვეყ−ნა−და
სა−ლა−ღოდ, სა−ნა−ვარ−დო−და.
სულ უ−ტი−ფა−რი და ნორ−ჩი,
ვინ ი−ცის, სა−ით დარ−ბო−და!
დაბ−რუნ−და, ჩემ−თან მო−ვი−და,
შევ−ხე−დე, ვე−ღარ ვი−ცა−ნი:
ა−თი−ა−თა−სი წყლუ−ლი სჭირს -
ტანჯვა-ვაების ნი−შა−ნი.
დამდ−ნა−რა, ნა−ლევს მთვა−რეს ჰგავ,
სულს ჰლევ−და, თით−ქოს კვდე−ბო−და.
ვე−კი−თხე−ბო−დი, ხმას არ მცემს,
ცრემ−ლის მო−რევ−ში დნე−ბო−და.
ვა−ე−ბად ქმნილ−სა მოლ−ხე−ნის
ა−ღა−რა−ფე−რი ს−ცხე−ბო−და.
ვასუსუვ-ვანუგეშებდი,
არ მის−მენს, ა−რა ს−ცხრე−ბო−და.
თვი−თე−ულს შე−კი−თხვა−ზე−და
ცრემ−ლი ზღვად გად−მოჰსკ−დე−ბო−და.
გა−ვი−გე, რა−დაც სტი−რო−და
და რი−სათ−ვი−საც ბნდე−ბო−და:
ქვეყ−ნის ავ-კარგის გაც−ნო−ბას
თურ−მე თან ცრემ−ლი ჰხლე−ბო−და.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულო, არ გასტყდე!გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...მწყემსი ქალიდაგძინებია, ქალაო, ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო, ნეტავი გამაგებინა, რა გესიზმრება, ღვთიანო?! მოფრენა უდაბურს ტყეშ...ფშაველი ჯარისკაცის წერილიგულ-მკერდიმც აგიყოვდება, დედაო, ია-ვარდითა! თვალებს ნუ ითხრი ტირილით, გულს ნუ ისერავ დარდითა! ვინც დავიჭრ...დევების ქორწილიღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა, მთებს მოედრიკათ თავიო. ტყეს გასდიოდა ფოთოლი, ზღვა ბობოქარობს შავიო. დევებსა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026