kids.ge logo

ვინ არის კაცი?

ფავორიტებში დამატება
კაცი ის არის, ცხოვრება
ვინც გატარა ჭამაში
და კაცის დანიშნულება
მხოლოდა ჰპოვა ამაში.

კაცი ის არის, ვინაცა
ქუჩაში სალამს არ გაძლევს,
თუ დაჰპატიჟე სადილად,
დიდ ჯიტობას არ გასწევს.

კაცი ის არის, ვინაცა
შეჰსტრფის, შეჰხარის ღვინოსა
და ჰსახავს იდელადა
სალხინო სამიკიტნოსა.

კაცი ის არის, ვინაცა
რა კითხულობს გაზეთსა,
წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს,
მეარღნეს აძლევს მანეთსა.

გადაამტერებს ერთმანეთს
ქართლსა, იმერეთს, კახეთსა,
საკუთარს ანბანს შეუდგენს
სამეგრელოს და სვანეთსა.

კაცი ის არის, სიცოცხლე
ვინაც ატარა ტკბილადა, -
სიკვდილის შემდეგ იწოდა
დიდყურინის შვილადა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სოფლისა წესი ასეასოფლისა წესი ასეა: ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; მკვდრების მაგივრად მალედვე მეორეები ჩნდებიან. სიცოცხლეს ს...მუდარამზეო, მისდიხარ-მოსდიხარ, ცით მიწის მანათობელი, რით არ მოგწყინდა სინათლე, სიბნელის დამამხობელი? ერთხელ მკვ...დაგვიანებული პასუხი აკაკის“ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო”. აკაკი ...ჩემის კაცობის გვირგვინოჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან შობილი ოცნება გულს შანთად გავიყარეო. არ მიმეფარო თვ...გამოღმით მე ვარ, გაღმა – შენგამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ შუაზე მოდის მდინარე, ხიდი არ გვიძე წყალზედა, ფიქრი გვკლავს მოუთმინარე. მინდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026