kids.ge logo

მეურმის სიმღერა

(ვუძღვნი ალ. კავსაძეს)

ფავორიტებში დამატება
როგორ ძალიან დაბნელდა,
მთვარეც არა ჩანს ტილი!
როდი ანათებს ბნელს ღამეს
ამ ჩემის ურმის ჭრილი!

რაგვში უნდა გავიდე,
ბობოქრობს, მოაქვს ლოდები!
დევებულა და, რა ვქნა,
ხამი მიბია მოზვრები.

წმინდავ გიორგი! მიშველე,
ნურას შემამთხვევ ავსაო;
წვრილი მებრალვის ცოლ-შვილი,
თორემ არ ვზოგავ თავსაო.

ნუ ატირებ დედა-ჩემს.
რამაანთ ქალსაო,
ხშირს თმას ნუ მოაჭრევინებ
ქალთამზეს, ჩემსა დასაო.
თავს დამინებებს ბალღებსა
ცოლი, გაჰყვება სხვასაო.

მოგივალ ღამის სათევლად,
სანთელს აგინთებ სამსაო.
ცისკარმაც ამოშუქა,
კელაპტრად ეკვრის ცასაო.

თენდება, აღარა ბნელა,
კარგა გაიგნებთ გზასაო.

გაწით, თქვენი ჭირიმე,
ჩემო შვინდავ და გიშელა,
გავედით სამშვიდობოსა,
ეგ არი, ღმერთმა გვიშველა!

გაწით, ჩემო ხარებო,
თქვენ გენაცვალეთ ქედშია!
არც ერთს არ გაგცვლით სხვაზედა,
თუნდ ორი მომცენ ერთშია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცაზე იარე, მთვარეოცაზე იარე, მთვარეო, მზეო, აბძანდი-დაბძანდი!.. მთებო, იშიშვლეთ გულ-მკერდი, ხან მოიხვიეთ ნაბადი... დაწვიმე,...დამსეტყვე, ცაო(სიმღერა) დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა...კლდე და მდინარეI კლდეს შაეზღუდა ხეობა, რაზეც მდინარე დიოდა, - სალსა, ასპიტსა, დიდრონსა ფერფლიც-კი არა სცვიოდა. მდინარე უ...ობოლი“აღარც დედა მყავს, არც მამა, აღარც ძმა, აღარც ბიძები, სულ დამელია თვის-ტომი, ტყის ნადირივით ვიზრდები. ტან...კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026