kids.ge logo

უნუგეშო ყოფნა

ფავორიტებში დამატება
ას, ბნელს ხევში მოსულსა,
დიდი ჭანდრები ჰფარავდა,
წადა დიდხანს სიცოცხლე,
წადილს აღარა ჰმალავდა:
ნაბებოდა, ჰკრთებოდა,
მზის სხივს ელოდა მაღლითა;
შეჰფოფინებდა სამყაროს
გაშტერებულის თვალითა,
მზის სხივი აკლდა, ელოდა,
მზე აღარ ამოდიდა,
ჩიქილად მისი სხივები
თავზე არ ეფინებოდა.
მოიკვნესა ჩაგრულმა,
გულმოკლულს ეტირნებოდა.
მზე ვეღარ აწვდენს სხივებსა
ბნელის ჯურღმულის წყვდიადსა,
ვერ უმთელებდა წყლულს გულსა
ფერგახუნებულს იასა.
ა სჭკნებოდა, კვდებოდა,
მიწასვე ებარებოდა.
გაღმა კი ყვავილთა გუნდი
სამოთხეს ედარებოდა;
მზე უხვად ნათელსა ჰფენდა,
ჯავრი არ ეკარებოდა;
ას სიკვდილი ამ დროსა
მით უფრო ემწარებოდა, -
ჰხედავს, რომ სხვანი ლხინობენ,
მას მიწა ეფარებოდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წილის ყრასკამს იჯდა ბაბურაული გუდანს გუდანის ჯვარშია, - გარეთ იყოფდენ ნადავლსა, ჩოჩქოლი ისმის ჯარშია. წილის ყრა არ...ამირანიადე, ამირან, რას გძინავ? ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გინდა, გან ძილი. ხალხური. უზარმ...ვარსკვლავიუცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი, კლდის თავზედ დამცქერალია, კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას სხივმოფენილი ქალია. გაჩუ...მთა და ბარიმთაო, რად აგრე ჰგულდიდობ, ცერად დაჰყურებ ბარსაო?! რადგანაც ძირით გიცქერის, მით არ უყადრებ თავსაო? სალის კ...ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდიხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი, წყალს მიმეც ადევებულსა. შორს დამრჩა სატრფო გულისა, იმისთვის დაფეთებულსა. ის ჰგოდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026