kids.ge logo

მტკვრის პირას

ლ. მაღალაშვილს

ფავორიტებში დამატება
კვლავ ჩემ-წინ მტკვარი მორბის ქუხილით,
ამ ქუხილში ვცნობ მშობლიურ გრგვინვას,
კვლავ ჩემი გული იმავ წუხილით
შეჰკვნესს მღვრიე ზვირთთ მღერითა დენას.
კვლავ განიღვიძეს ჩვეულთა ფიქრთა
და აღმეშალა დიდის ხნის წყლული...
შევკვნეს, შევსტირი მე ამა ზვირთთა,
თითქო მათ შთანთქეს ჩვენი წარსული.
წაგშლიან კვალნი, დროო ნეტარო!
მტვრად აღუგვიხარ საკუნესა...
მისმინე აჯა, მისმინე, მტკვარო,
იმ დროთ გარდაეც ეს ჩემი კვნესა

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნიკოლოზ ბარათაშვილზედცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარ...ყვარლის მთებსსამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა: თქვენ ჩემთან...გაზაფხულიტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავ...ბედნიერი ერიჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩივა...კ. ბ. მ - სასნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩვენგანს ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას, რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის სულის ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026