kids.ge logo

მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული

ფავორიტებში დამატება
მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება.

დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის, გროვდება,
გრძნობა გრძნობაზედ შეპოვრად იძვრის ჩემს გულში,
და მე არ ვჩივი, — მიხარიან, რომ ეგრეთ ჰშრვება
ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში.

მაგრამ მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,
ის არი მხოლოდ სავალალო და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში, კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზირო!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაკარგული ედემივის უნახავს ის ედემი შლილი, სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი, როგორც ტკბილია გამოღვიძება; სადაც ბუნების თავის...მესმის, მესმის სანატრელიმესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა! სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვლად მონობის...უსულდგმულო ცხოვრებაუსულდგმულო ცხოვრება ცის ნიჭად ნუ გგონია, იგი მიწის ყოფილა — რასაც ბოლო ჰქონია! ცხოვრებას აცისკროვნებს სულ...გაზაფხულიტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავ...კ. ბ. მ - სასნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩვენგანს ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას, რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის სულის ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026