kids.ge logo

პოეტი

ფავორიტებში დამატება

მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო
ვით ფრინველმა გარეგანმა;
რა მარტო ტკბილ ხმებისთვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.
დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;
რის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...
მაშინ ციდამ ნაპერწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყვარლის მთებსსამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა: თქვენ ჩემთან...გ.აბ ხ...ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი, ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე, აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი, ტანჯვის ნუ...ნიკოლოზ ბარათაშვილზედცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარ...ციური ხმებიციურნი ხმები — ეგ საკვირვლები, როს მომესმიან, მსწრაფლ მომითხრობენ, საიდამ სრბიან და სად სცხოვრობენ, და ნე...დაკარგული ედემივის უნახავს ის ედემი შლილი, სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი, როგორც ტკბილია გამოღვიძება; სადაც ბუნების თავის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026