kids.ge logo

ჯარჯი

ფავორიტებში დამატება
კლდე, ჯიხ−ვის ჯო−გის გავ−ლი−ლი,
რო ნა−ხო, გა−გიკ−ვირ−დე−ბა...
ი−მათ ნა−წოლ−სა, ნად−გომ−სა,
თო−ლი არ მა−ე−კი−დე−ბა.
ფეხ რო მა−უსხლ−ტეს ტი−ალ−სა,
კლდე−ზე რქით და−ე−კი−დე−ბა,
ი−მათ მიმ−ყოლ−სა ვაჟ−კაც−სა
რა კარ−გი წა−ე−კი−დე−ბა!..
ჯარ−ჯი ჩა−ხე−დავს ჯიხ−ვებ−სა,
რა მშვე−ნი−ერ−ნი წვა−ნა−ნო,
რქა რქა−ზე გა−და−უხ−ვე−ვავ,
ან−გე−ლო−ზებ−სა ჰგვა−ნა−ნო.
ჯარ−ჯივ, ნუ მის−დევ ჯიხ−ვებ−სა,
მო−გი−ნე−ლე−ბენ ტი−ალ−ნი!..
არ და−ი−ჯე−რა ჯარ−ჯიმა,
სხვაც ბევრ მამც−და−რა ჭკვი−ა−ნი.
ჩა−მა−უ−ქად−ლა ვაჟ−კაც−მა
ხი−რი−მი სპი−ლოსძვ−ლი−ა−ნი,
წინ ჯიხვ−თა, უ−კან ჯარ−ჯიმა
კლდე−ზე გა−დი−ღეს გრი−ა−ლი, _
ჩა−ბა−ნოს ჭა−ლას გა−ვარ−და
მოყ−მე ფეხწ−რი−ა−პი−ა−ნი...
ა−მა−ი−ტა−ნეს მამკვ−და−რი,
ტი−რის ქა−ლი და ზა−ლი−ა,
შა−მა−აწ−ვი−ნეს კარ−ზე−და
კლდის დაფ−ლე−თი−ლი ტა−ნი−ა,
გა−დაგ−ლე−ჯი−ლი თავ-პირი,
ყორ−ნის და−თხრილ−ნი თვალ−ნი−ა...
სახ−სოვ−რად ჯარ−ჯის საფ−ლავ−ზე
და−აკრ−ნეს ჯიხ−ვის რქა−ნი−ა,
ერთ გვერდ−ზე თო−ფი სი−ა−თა,
მე−ო−რე გვერდ−ზე ხმა−ლი−ა,
ზედ და−ა−წე−რეს წე−რი−ლი:
„ჯარ−ჯი ჯიხვ−თაგან მკვდარია!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არშის კლდეს ვეფხი დავკოდეარშის კლდეს ვეფხი დავკოდე სამჯერ საომრად მეტია. ვაჟკაცს გულადზე _ პურადი სამის გაფრენით მეტია; კაცი რომ კ...იავნანაიავ, ნანა, ვარდო, ნანა, იავნანინაო, დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო, ჯერ არ გათენებულაო, იავნანინაო, ვარსკ...ვაიმე, დედის ამაგსავაიმე, დედის ამაგსა რო ვერ გადვიხდი, რა ვუყო? ზურგს ავიკოდო საბლითა? რო ვერა ვზიდო, რა ვუყო? დავეგდო დედა...ქართველო, ხელი ხმალს იკარქართველო,ხელი ხმარს იკარ, გათენდა დღე დიდებისა, თოფ-იარაღი აისხი, დრო მოდის გამარჯვებისა. მამულის დახსნის...თხას უთხრეს, მგელი მამკვდარათხას უთხრეს, მგელი მამკვდარა, თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა, თხაო, რა გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა?! იმას ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026