kids.ge logo

აღვახვამ ქებად ბაგესა

ფავორიტებში დამატება
ა. აღვახვამ ქებად ბაგესა,
თუმც შევიძელ მკობილება.
ბ. ბანოვანთა უტურფესო,
გიქო მაღალ-შობილება!
გ. გულს განაცვლი გულისათვის;
მწადს მონებრი მორჩილება!
დ. დავჯედ წერად, შენთვის ქებად.
იძღვენ ესე თხრობილება!
ე. ეთერთაცა უნათლესო,
მზეს მოსტაცე ციგობა,
ვ. ვარსკვლავს შუქი დაუბნელე, -
მე ვით ძალმიცს შენი მკობა?!
ზ. ზუალ-მუშთარს ეცილები, -
შენი მსგავსი სხვა ვინ შობა?!
ჱ. ჱტრფობიან შენს შვენებას, -
მე ვით გკადრო ჩემი დობა?!
თ. თვალს ვერ შებმართვენ საქებრად,
ვერცა დახატვად მხატვარნი!
ი. ილიოს-მზეებრ ბრწყინვალევ,
ხინჯს ვერ გინახვენ მზაკვარნი!
კ. კბილთაგან შუქი გამოგკრთის, -
შენ ვინ გამსგავსო სხვაგვარნი?!
ლ. ლამაზად მიმოერხევი,
გნატრიან ვარსკვლავთ მთავარნი!
მ. მარად გიგონებ სატურფალს,
გულშიდ არ მომიცილები,
ნ. ნარნარო, ნაზო, ლამაზო,
ვინ მზესა დაეცილები!
ო. ოდეს გულითგან განმაგდე, -
დამადნე ვითა ცვილები!
პ. პირის-პირ ხილვას ვინატრი, -
მესმას შენი სიცილები!
ჟ. ჟამი ისი ნეტარ იყოს,
დეს მიწოდე მეგობრად!
რ. რად შესცვალნე ეგე გულნი,
ნუ რად მიცვ შენგან ობლად?!
ს. სული შენ გაქვს მას დღეს აქეთ,
დეს ვიყავთ ორნივ მწყობრად!
ტ. ტრფიალი ვარ მუდამ შენი,
გულისაგან შორის მყოფრად!
უ. უსულვაზურად გეხვევი
მანკოს აღნაგობასა;
ფ. ფიქრით გულისათ შენთან ვარ,
ვსმენულობ შენს უბნობასა!
ქ. ქება ამისთვის წარმოვსთქვი, -
ღირს ვიქმენ მეგობრობასა!
ღ. ღიმილით სიტყვა მასმინე,
ნუ მიწყენ ამის თხრობასა!
ყ. ყვავილებრ სურნელ-მყოფელო,
შორით მალხენო გულისა,
შ. შენს ქებას ვით აღვასრულებ
ქვეყნად მზედ დასახულისა?!
ჩ. ჩემებრ უმეცართ მონისა
ნახვით წამღეგო სულისა,
ც. ცნობა მიღე, წერილის
ღირსი მქმენ, პავლეს თქმულისა!
ძ. ძოწნი ბაგენი,
ჩემნი მდაგენი,
ჩემდა საუბრად აღსძარ ენანი!
წ. წელნი წერწეტნი!..
ეს თვალნი რეტნი
რომ ვერა გხედვენ, ბნელ მაქ ყვე[ლანი]!
ჭ. ჭეშმარიტებით,
არ მაქ ისებით,
გეტყვი სიტყვასა, - მომეც ლხენანი!
ხ. ხელთა დაგბაგებ,
თუ არ განმაგდებ, -
მე შენი მალხენს ამბვის სმენანი!
ჴ. ჴმა მასმინე საწადელი,
სიყმარული განაახლე!
ჯ. ჯიღოვანობ ტრფიალთათვის, -
გონებითა მიმიახლე.
ჰ. ჰანა მექმენ უსაკუთრეს,
მე მონად მქმენ, ვით მოახლე!
ჵ. ჵი, რა ვყო უბადრუკმან, -
ერთხელ ხილვად ვერ გიახლე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბედისადმიჰე, ბედო, რა ხარ? შენი ხატი ვინ სახოს, ყოვლ ფერობათა მონაო? ხელ-მწიფედ მზა ხარ, მაგრამ ვერვინ ვერ ნახოს შ...„ან“-ზე სით მოხვალათინად სიბრძნის-შემკრები აზიად ვმგზავრობ არესა; ამირბარს ვეყმე ავთანდილ, ამოდ რა ლმობიარესა! ალვისა მშვილ...მირიან ბატონიშვილსრაიცა, განათლებულო, გებრძანეს ჩემგან წერითა, - ასჯერ მადლობით მკითხველი. მე ვერა გავძეხ მზერითა ქება მოგი...სოლომონ მეფის ეპიტაფიაადამის ძმითმან მიწა თქმისა სმენამან მომატყვა ხმაი, ურჩებითა შვებული; მომსხლა უწყალმან სამოთხით დავითისით ...სევდის ლაშქარისევდის ლაშქარი შემომიხდება, სურვილის ცეცხლი მომეკიდება, სულთქმა და ტირილი გამიხშირდება, საყვარლისა ჭვრეტა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026