kids.ge logo

ეტლზედ

ფავორიტებში დამატება
ეტლი სივრცით ცას გვარობს, თუ ვინ ჰყვა გზასა.
სიგრძე მისისა გზისა არ გვარობს ცასა.
მაშა ვითა ვსცნა?
მსურს მისი კოცნა!

ეტლის პირმან მიმზადნა თვისსა ტკბილ ხმასა;
ხმამან მისმან განმაგდო, აით ნავი ზღვასა.
მიკვირს და მეოცნა!
ჭირნი მეოცნა!

ეტლმან ლხინსა მაწვია; ვხედევთ ეით ყმასა;
მისმან ლხინმან ჭირების კონა მკრა გზასა;
გარე გამტყორცნა,
შორს გამაოცნა!

ეტლსა პირი ზურგით აბს, შეჰგავს წყლად დგმასა;
ზურგნი მკერდად უმხრიან მას ეშმაკთ ძმასა.
ესდენ, რა დრო ცნა,
სრულად ამხოცნა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეტრფის მთიებსაეტრფის მთიებსა შესამკობლად გული ურვილი; სწყურის გონებას სამარადოდ მისი სურვილი; სული რბის სწრაფით მის-კერ...მოგშორდი სულსამოგშორდი სულსა აღნაგ-შემკულსა, ბრძენ-განკაზმულსა, ანდამატ-გულსა, ჩემთვის მოსრულსა, გონება-სრულსა!...ვაშა მას დღესვაშა მას დღეს, როს განმეღო ცის კარი! განკვირვება მჭვრეტთ სასურვოდ ისმოდა! ნათელსა ჰსთოვს აფროდიტი-ცისკარი...ყოვლად-წმიდის ქებაჯერისაებრ ქება შენი არვის ძალ-უძს, ღვთისა სძალო! ჯერ-არს, შეკრბენ ანგელოსნი, ქვეყნიერნი კაცნი, ქალო! ჯობს...ან-ალვაო ტანადობითან, ალვაო, ტანადობით, ბან ბულბულს მიგიგავს ენა; გან, გიელვარებს პირი, დონ, დახატული ხარ შენა; ენ, ელვარე,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026