kids.ge logo

მოვედ აწ ძმაო

ფავორიტებში დამატება
მოვედ აწ, ძმაო, ლხინად საკმაო! ვზი ჭირთა მთქმელად:
მწვავს ცეცხლი ძნელი, მძაფრი არ ნელი, მუდამ მდაგველად,
არ მაქვს თმინება, წვრთა და სმინება, - ამად ვრბი ველად.
პოვე რა თვალი, იასპ მჭვირვალი, ვა, ჩემდა მკვლელად!
მარეხი მჭრელი, უწყალოდ მსვრელი, არს სისხლთა მღვრელად!
მთვარეა ნათლად, ბროლისა ნათლად ვნახე ემს არედ;
მიმტაცა გული, მსწრაფლ დაგული, მისცა სახმარედ;
ტყორცა ისარი, წამ ისარი, მომწყლველი მწარედ;
იძღვნა გონება, სურს მონება, ვინ არს მკრთოლვარედ;
იაკინთ-ნაზავ, ნამკნაზ-შენათხზავლ, მიჯნურს მყოფს ხელად!
შროშანთა შლილნი, ყარამფილნი, შვენვით ზვაბენ;
თვალნი ლამაზად ეშყის სიმდიდრით მიმორობენ;
სუმბულ-კინამო, ვარდ-ცვარ-მინამო, მჭვრეტნი ხარობენ;
ვფიცავ, იგ მზეა, ერმი და დია მაზედ დარობენ!
არს მისი სახე საგლოველთ მახე, მის კერძ მზიდველად!
სჩაგრავს მთიებსა, ვინა ტრფიალნი შესწვა ულოდ;
გუნდრუკ-ზმირინებ ყრჩის ცა რაზარინ, ნარდიონ-ალოდ!
არ გიკვირს, ძმაო, ესრეთი ვითა მქნა სავალალოდ?
ასპიროზ-მარგი, მჭმუნვარე-მკარგი, მე ვსცან უწყალოდ!
მიმხადა ცნობა, არა მაცნობა არ თუ არ მცველად!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სევდის ლაშქარისევდის ლაშქარი შემომიხდება, სურვილის ცეცხლი მომეკიდება, სულთქმა და ტირილი გამიხშირდება, საყვარლისა ჭვრეტა...ამბავს ავწერ ადრინდელსაა. ამბავს ავწერ ადრინდელსა, აღმკულების აღმკობასა, ბ. ბულბულ ბევრად ბუდობასა, ბედისაგან ბირებასა, გ. გულთ ...ვაჲ ესე დრონივაჲ ესე დრონი, საყვედრონი, მომცემს წყენასა! ვინ უძლოს ჭირთა ჩემთა თქმასა, ანუ სმენასა? ვსთქვამ მსმენელთაც...შეყრილან ერთად მკრთოლვარენიშეყრილან ერთად მკრთლოლვარენი უზადოდ მნათნი, ვარდნი, ზამბახთა ნამკ-ნაზავნი, და გიშრის სათნი, ლალნი, შემცვე...ეტრფის მთიებსაეტრფის მთიებსა შესამკობლად გული ურვილი; სწყურის გონებას სამარადოდ მისი სურვილი; სული რბის სწრაფით მის-კერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026