kids.ge logo

რაც მიიწერა სოფელმან

დავით სარდლისადმი

ფავორიტებში დამატება
რაც მიწერა სოფელმან,
ვეღარ დავთვალე ამრითა!
დეს ვიტყოდი ენითა,
სისხლი შეკუმშლის დამრითა!
მისი სიმწარე ყოველი
გულს გარდამრთხმიან კამრითა;
ბოლოდ უშორეს ვლა მომცა,
ვხედავცა წამი-წამრითა!

სისხლისა ცრემლთა დაწთობა
საახლოდ მომსურვებია;
ხილულთა დროთა ნიშატნი
საბავთოდ მომწყურვებია;
დესნი ჟამნი დამგვემენ,
მით თავი მომძულვებია;
ვაი, ღარიბსა ღარიბი
ცრემლითა შეგეწებია!

გითხრა-ღა, გმირო, ხსენებით
დენ თუ ვიძლო ენითა:
დეს ავლაბრად მოვიდა
ქალო თარეშ-ფრენითა,
ვარდი ვეფხი სამდევროდ,
გაჰყევ თეთრითა ცხენითა;
მინდორთა პირნი დაჰფარენ
ლეკთა მძოვრების ფენითა.

მისძახდი, გმირო ბელადო:
„ვინ ხარ?“ მან ხმა ჰყო: „აქალო!“
ცეცხლსა გითხოვდა ვით თივა:
„გამოვედ ჩემ კერძ აქ, ალო!“
გულ-მედგრად ლომმან შეჰყვირნე:
„აჰა ლომიო, აქ-ალო!“
მყის შეიხვეწა რაზმს შიგან:
„სჯობსო, - თქვა, თავი ვაქალო!“

თქვენ ოდენ შვიდნი თან გახლდენ,
კაცნი სხვა არვინ მეტანი;
შვიდასთა ლეკთა დაუდგით
მახენი გასაცეტანი!
მწუხრისა ჟამმან გაკმარნათ
თქვენ მათი ცემა-ჟლეტანი.
მობრუნდი გამარჯვებული,
თეთრსავე მჯდომი მზე-ტანი! [!]

მას აქეთ ვსთქვა თუ ყველაი,
სადა ვით იყავ სადავით, -
ვა თუ შეექმნას მსმენელთა
უსმენნი ძნელნი სადავით!
მისთვის დავაგდენ მრავალნი,
მცირედსა ვიტყვი სადავით.
ვიცი, არ გიყვარს ქებანი,
ჩვეულ ვარ მე თქვენსა, დავით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე მივხვდი მაგა შენსა ბრალებსამე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა! მე განგიცხადებ დანამალებსა! რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა, ხელი რად მიჰყ...ცრემლთა მდინარეცრემლთა მდინარე, სისხლ-მჩინარე, მიპყრობს ხედვასა; ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიიგალმან, ჩემსა ბ...შემსვი ნუ ჰყოვნი შესმასაშემსმი ნუ ჰყოვნი შესმასა, ნურცა იფიქრებ ვნებასა! პირველ თუმც გაწყენ, შემდეგაც გაცინებ, მიგცემ შვებასა. ღვ...ეტრფის მთიებსაეტრფის მთიებსა შესამკობლად გული ურვილი; სწყურის გონებას სამარადოდ მისი სურვილი; სული რბის სწრაფით მის-კერ...შავ გლახ გულოშავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით? მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით! ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026