kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება
შე−მოდ−გო−მა მო−ვი−და
წითელ-ყვითელ ფე−რე−ბით,
მო−სა−ვა−ლით ა−ივ−სო
კო−ლექ−ტი−ვის ვე−ლე−ბი.
და−იტ−ვირთ−ნენ ვა−ზე−ბი,
და−ი−შაქრ−ნენ მტევ−ნე−ბი,
ა−ღაჟ−ღაჟდ−ნენ ვაშ−ლე−ბი,
გა−დაყ−ვითლდ−ნენ ტევ−რე−ბი.
- სიტკ−ბო−ე−ბაც აქ ა−რი!
- სი−ხა−რუ−ლიც აქ ა−რი!
- ბი−ჭო, მარ−დად დაჰკა−რი!
- ჩა−მო−ბერ−ტყე კა−კა−ლი!
ის−მის შე−სა−ხი−ლე−ბი,
სიმ−ღე−რე−ბით სტკბე−ბი−ან.
ა−ჩუხ−ჩუ−ხებს თა−თა−რას
თმა−ჭა−ღა−რა ბე−ბი−ა.
ჩურ−ჩხე−ლე−ბი მზი−სა−გან
მაგრ−დე−ბი−ან, ხმე−ბი−ან,
პა−ტა−რე−ბი ბე−ბი−ას
მკვირ−ცხლად ეგებე−ბი−ან,
ტკბი−ლად ე−სი−ტყვე−ბი−ან,
ტკბი−ლად ე−უბ−ნე−ბი−ან:
- ჩურ−ჩხე−ლე−ბი მოგ−ვე−ცი,
საყ−ვა−რე−ლო ბე−ბი−ა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლალის მამალილალის მამალს ვინ არ იცნობს - დადის, როგორც ბედაური, ქათმებს მარჯვედ ხელმძღვანელობს, არის მათი მეთაური. ამ...ბაბუაჩემიის, მისი დღე და წუთისოფელი, როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა, იდგა ბუხართან ხელადა სველი და უღვიძებდა ბაბ...საქართველოშისაქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და...ბარდნალარა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი, ჩემი ხორგო და მარა...ვაჟა-ფშაველას ნაამბობივინ დამიბედა გზები პოეტის, ვინ გამამზადა საბედისწეროდ! ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლე...
„კაკტუსი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „შემოდგომა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026