kids.ge logo

კარიესი

ფავორიტებში დამატება

სტომატოლოგს შესჩივლა
პაწაწინა ნიამ:
- ჩემი თეთრი კბილები
შემიჭამა ჭიამ.

შემძვრალიყო ატამში,
ან დაშაქრულ ბალში,
თუნდაც სულ გადაეხრა
ჩემი ეზოს ვაშლი, -

არ გავუბრაზდებოდი,
გეფიცებით დედას,
ჭისაც ხომ სჭირდება
სათანადო კვება?

მაგრამ ჩემი კბილები
რა ნამუსით დახრა?
ი, როგორ ვანანებ,
თქვენ თვითონაც ნახავთ!

მხრებს იჩეჩავს ექიმი:
- რა მატლი და ჭია?
შენ რაც ჭია გგონია,
კარისი ჰქვია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კოკლოზინააღარმინდა ამდენი სტაფილო და ჭარხალი, გავიზრდები ისედაც ღონიერი, მაღალი. ჩემი ძაღლი გინახავთ ? ძლიერია, ჭკ...უმადური ფისო- ფისუნია, ფისოვ, ნუ მიბურდავ ძაფებს, ზამთრისათვის გიქსოვ წინდებსა და კაბებს. - ნუ ირჯები უქმად, შენთვის ...ჭუკებიგაღმა ხედავ? - ჭუკებია, ქათმებს ეჭუკჭუკებიან: - ნუ გაგვამხელთ უფროსებთან, არ მოსწვდებათ აქ ყურიო, გვსურს ...ტურა სანიგაიცანით ტურა სანი, ბიზნესი აქვს კრუასანის. არ სცილდება თავის საცხობს, ხან ცომს ზელს და ხანაც აცხობს. იფ,...როდის მოვა თოვლის პაპამაშინ, როცა დეკემბერი წავა, გზას დაუთმობს იანვარს და თოვას, პატარებო, ახალი წლის ღამეს, თოვლის პაპა საჩუქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026