kids.ge logo

მზე პირს იბანს

ფავორიტებში დამატება

- ნახე, წვიმს და თანაც მზეა,
გიკვირს, ჩემო ძვირფასო?
ცი, ამ დროს რას ამბობენ?
რას და მზე პირს იბანსო.
- მზე პირს იბანს?!
როგორ იბანს?
რომ არა აქვს ხელები?
- მზის ხელები არის მისი
ოქროსფერი სხივები;
და მზე თბილად გვეფერება,
ციდან ფერებს გვიფანტავს...
- ნახე, დედი, ცისარტყელა!?
მზე პირ - სახეს იხატავს!
- შვილო, აბა, ვის უნახავს,
მზე პირდაბანელი!
- ყოველ დილით მეც პირს ვიბან,
ვარ სულ დაზარელი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ირინა და ხბო- დედი, დედი! იცი, რა?- მე ბოჩოლამ მირქინა! უკან გამომეკიდა და კინაღამ მიკბინა. -არ გრცხვენია ირინა? ხბომ...ფანქარზე გაბრაზებულიგავებუტე ჩემს ფანქარს, რადგან კარგად ვერ ხატავს, ვერც სახლს, ვერც ძაღლს, ვერც კატას... არა, თხა და კვატია...მეხანძრე სპილოსპლიყვი ვიყავ, გავიზარდე, სპილო გავხდი, მაგარი. არ დამცინოთ, ბავშვებო, არ დაიწყოთ ხარხარი. სახანძროში ვმუ...თეთრი ფარდადღეს დედიკომ ჩემს ოთახში ჩამოკიდა თეთრი ფარდა. დედამ ფარდის თეთრი ფერი ოთახის ფერს შეუფარდა. ლამაზია! მიხ...პატარა ექიმიმე პატარა ექიმი ვარ, და ექიმებს გვაქვს ეს წესი; ბარბი! მოდი, მაგ ტაკოზე გაგიკეთო უნდა ნემსი. კარგი, ნუ შე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026