kids.ge logo

ზურიკო

ფავორიტებში დამატება

1

- რატომ სტირი ზურიკო?
გაგაბრაზა ვინა?
- ვტირი, აბა დედიკო,
როგორ მომეთმინა?
იმ პატარა გოგონამ,
თინა როა, თინა...
მე არ ვიცი რა მოხდა,
ჩემგან რა ეწყინა;
ბურთი რომ არ ვათხოვე,
ჯოხით შემაშინა,
კან გამომეკიდა,
ქვები დამიშინა;
ი, რატომ მოვედი,
დროზე ადრე შინა.

2

- დღეს, დედიკო, იცი რა?
შევირიგე თინა.
ჩემი ბურთი ვათხოვე,
გულით გამიცინა;
და მეც, სიხარულისგან
სახე გამებრწყინა.
ხომ კარგია, დედი, რომ
შევირიგე თინა?
თორემ ვნერვილობდი,
ღამეც არ მეძინა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხაჭაპურის მცხობელ ტურასმთავარია, ძმაო ტურა, არ დაკარგო კლიენტურა! და თუ მართლა, ნაღდად, გინდა გახდე დიდი ბიზნესმენი; მიაღწიო წარ...ლიზიკო- შენ რა გქვია? - ლიზიკო! - მერე, ჩემო, ლიზიკო, ენას რატომ მიბზიკავ? - მაპატიე, ბიძიკო, აღარ გამოგიბზიკავ...სპილოგააჩერა სპილომ მოძრაობა გზაზე დააბიჯებს, ურცხვად მანქანების თავზე... ირგვლივ ამტყდარ პიპინს სულ არ უგდებს...კომბოსტოშიკომბოსტოში მიპოვნეს მე ასეთი პაწია. აქვე ნახა კურდღელმაც თურმე თავის ბაჭია. კომბოსტოში თუ ვჩნდებით, მინდა...მურიკელათქვენ გგონიათ შემეშინდა და ამიტომ დავიმალე? აქ უბრალოდ ჩრდილში ვწევარ, სიცხისაგან დავიღალე!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026