kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

კანფეტები მიყვარს ისე,
არ მბეზრდება სულ რომ ვჭამო,
მიჯავრდბა ზოგჯერ დედა:
- გასუქდები ამის გამო.
- დიდი რამე, ვიყო მსუქნად,
ფუმფულა და საყვარელი,
დამიძახონ: ღორმუცელა,
დამიძახონ: დათვის ბელი.
რას უწუნებთ წითელ ლოყებს,
ფუნთუშების სურნელს კანზე?
დავისვარე? ჩემს ტანსაცმელს
მე გავფერთხავ ავანზე.
თქვენ მიყიდეთ კანფეტები,
სანამ მქვია დათვის ბელი,
გავიზრდები და გავხდები
ტკბილელის გამყიდველი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლო საჩუქარიგადაპენტა ფიფქმა ეზო, გარეთ გასვლა უნდა რეზოს. - გახველებს და სიცხე გიწევს და საწოლში უნდა იწვე! - ეუბნებ...საქართველო მიყვარხარჰორიზონტთან მთები ჩანს, ცა - ჰორიზონტს იქითაც, ტბა ისეთი ვიწროა მგონი დალევს ჭიქითაც. გვერდით ძველი ციხე ...* * *- სოფიკუნა ცუნცულა, რატომ სცივათ წიწილებს? აბუზული დგანან და ვერცერთი ვერ იძინებს. -არაფერი დედკო, ვაბანვ...წერილი ლაპლანდიიდან ბებიასბებო წერილს გწერ შორიდან, იქ სადაც დიდი თოვლია, აქ არც პალმები შრიალებს და არ დაფრინავს თოლია. თეთრია მთე...დედასდე, ძალიან მშია, დე, მაჭამე რამე, დე, დავკარგე წიგნი, თავთან მედო ღამე... დე, სად არის ქუდი? გამეყინა თავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026