kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

- სოფიკუნა ცუნცულა,
რატომ სცივათ წიწილებს?
ბუზული დგანან და ვერცერთი ვერ იძინებს.
-არაფერი დედკო, ვაბანვე სუყველა,
სეთ მტვერში იწვნენ, რომ ქაფმაც კი ვერ უშველა.
მერე ჟელე დავასხი, გავუხეხე ფეხები,
შენ ხომ იცი მიყვარან და რა ნაზად ვეხები.
ბაფთებიც კი შევაბი, ფრთებზე მუსი წავუსვი,
სე გამოვპრანჭე და დედიკოსკენ გავუშვი.
ამ სულელმა კრუხმა კი ვეღარ იცნო შვილები,
ჩემი დაწეპებული დაწიწკნა ღილები.
ჭუჭყინი რომ დადის, სულ იმისი ბრალია,
კრუხი შენ აბანავე, მძიმე არის ძალიან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წერილი ლაპლანდიიდან ბებიასბებო წერილს გწერ შორიდან, იქ სადაც დიდი თოვლია, აქ არც პალმები შრიალებს და არ დაფრინავს თოლია. თეთრია მთე...* * *კანფეტები მიყვარს ისე, არ მბეზრდება სულ რომ ვჭამო, მიჯავრდბა ზოგჯერ დედა: - გასუქდები ამის გამო. - დიდი რ...შემოდგომაწვიმა ტოტზე ქანაობს, ქარი ზუზუნს ვერ მორჩა, ტყე გაყვითლდა სიმწვანე ალაგ-ალაგ შემორჩა. მუხამ ჩაიბუტბუტა: -...ნუ მოჭრი - დარგე!დაზამთრდა და ნაძვის ხისთვის ტყეში მიდის გიგო, დიდი ნაძვი უნდა მოჭრას  სახლში წამოიღოს. ხელოვნური ნაძ...დედასდე, ძალიან მშია, დე, მაჭამე რამე, დე, დავკარგე წიგნი, თავთან მედო ღამე... დე, სად არის ქუდი? გამეყინა თავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026