kids.ge logo

ტყუილი განგაში

ფავორიტებში დამატება

შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი;
მითქმა-მოთქმა და ყიჟინა,
წყაროზე თქმულმა ამბავმა
სოფელზეც ჩამოირბინა:

_ არიქათ, ტყიდან ტურები
ჩამოგვიცვივდნენ ჭალებსო,
მეველეს შემოუთვლი
გონჯი ჩაუდგით ყანებსო!

საქმე მიცა მეგუთნეთ;
ორთვალს გამოხსნეს ცხენები,
და მზის ჩასვლამდე ყანებში
ჩაფრინდნენ ჭენებ-ჭენებით,

ნახეს და, ვაი, სირცხვილო,
ტყულად ატეხეს განგაში;
ერთი პატარა მაჩვუკა
დაფაჩუნობდა ყანაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დახუჭობანას თამაშის წინ გასათვლელი ლექსიგათვლა I ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა, თეოლინა _ თეო! ყველაფერზე, რაც ბრჭყვიალებს, გაიძახის _ მეო; მოკამკამე ვა...მარტი – აპრილსმარტმა აპრილს შეუთვალა: მასესხეო სამი დღე, თებერვალის თოვლს და ჭყაპანს მივალიე მთელი თვე. არ იკითხავთ, პა...წუწკი წრუწუნავერ მოიშალა წუწკობა ერთმა პატარა წრუწუნამ, დედის მოტანილ კაკლეულს ნეტავ, გემო რად უწუნა? დაჰკრა ფეხი და ე...სიზმარიწუხელ ძილში მესტუმრნენ ზოოპარკიდან სტუმრები, ბუქნაკოჭა გამართეს _ ვერ ვძღებოდი ყურებით. ყირას იდგა მელია,...ტარო ბიჭი მედოლედამტიპიტო, დიმტიპიტო, დამტიდიმტი – დარო! უპარტყუნებს დოლს დილიდან ტარიელი – ტარო, თან იძახის:...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026