kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება
დასევდიანდა ბუნება,
ფერი შეუკრთა ტყე-ველსა,
კაკალსა მოშრილესა
და ვერხვსა შტოთა მრხეველსა,
მუხას ამაყად მდგომარეს,
ზვიადსა, შეურყეველსა,
მებრძოლსა ჭექა-ქუხილთან,
ქარ-ბუქთან ღამის მთესველსა.
ღარსად მოჩანს მერცხალი,
ფრთამოცქრილე, ფრთამალი,
გარიჟრაჟ-განთიადისა
მემოციქულე მამალი,
დაღლილი მუშის მკურნალი,
სევდიან გულის წამალი;
მოძებნია სხვა კუთხე,
ჩვენგან შორს, ზამთრის სამალი...
სხვა ფრინველებიც წავიდნენ
მავ გზით, იმავ კვალითა,
აქ დაზრდილ-დაფრთიანებულ
შვილებით - ბიჭებ-ქალითა,
ბუნების წესთან მოხდილნი
პირნათლად სრულის ვალითა...
ბეღურა ჩიტებსღა ვხედავთ
დანაღვლებულის თვალითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციგაობა-ნატრობდით და აგისრულდათ კიდეც გულის საწადელი; თქვენ გეგონათ რომ სიმწვანეს შეირჩენდა მთა და ველი?! აბა, ა...მთხოვარიგზის პირას იდგა მთხოვარი, სად ხალხი მიმოდიოდა, გამვლელ და გამომვლელთანა უძლურებაზე ჩიოდა: - დამიგდო ავადმ...ზამთარითეთრად ქათქათებს მინდორი, ბიჭო, რას უზი კერასა? გამოდი, გამომზიგულდი, რა სჯობს ამ თოვლის ცქერასა! შეხედე ...იაველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, -მწყურიაო! - ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა. ზღვის ორთქლი და ოხშივა...პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026