kids.ge logo

წვიმა

ფავორიტებში დამატება

წკაპი-წკუპი-წკაპუნა,
მე წვიმა ვარ შხაპუნა,
ჩქარა, გარეთ გამოდით,
ნინიკო და პაპუნა!
გესმით? ფანჯრის მინაზე
წვიმამ მოგიკაკუნათ.
წვიმინი დილაა,
წვიმინი საღამო,
თავს ვევლები ყვავილებს
და ვღიღინებ სამოდ:
წყუროდათ, ლამაზებო?
ჰოდა, წვიმა გამოთ!
მაცოცხლებელ წვეთებით
მიწას დავეწვეთები,
ბალახს ავაბიბინებ,
ფოთლებს ავაღიღინებ,
არც ღამე დავიძინებ,
სულ სიმღერით ვიწვიმებ!
წვიმამ ბაღში ყვავილებს
პირი დაბანინა,
წკაპი-წკუპი-წკაპუნა,
წვიმა მოდის შხაპუნა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი გემიეს პატარა გემია, და ეს გემი ჩემია! გესმით? დაიგუგუნა, გადაცურა გუბურა. ღელეს თავქვე დაუარა, ნაკადულსაც ჩა...დაგვიზამთრდა, ჩიტუნებო!-დაგვიზამთრდა. ჩიტუნებო, სად ხართ? ახლა რას შვრებით? -ახლა ზამთარს ვეგებებით, ფიფქებს ვეთამაშებით. ბეღურე...სოკოებიზაფხულია. ტყეში მოდის წვიმის თქეში. სოკოები მალე გაახელენ თვალებს. გადაიღო წვიმამ, მზე ანათებს დათვას, ნა...ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...ზამთარი მოვიდა!მოვიდა ზამთარი მეთოვლია, მოვიდა ზამთარი მხიარული, ციგაზე შემომჯდარი პატარები, თოვლში სრიალებენ ჟრიამულით....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026