kids.ge logo

თანაკლასელებთან

ფავორიტებში დამატება

ორშაბათი დამდგარაო!-
ოქროს მზემ ცა მოგვიხატა,
სკოლისაკენ სიხარულით
მიიჩქარის დიდ-პატარა.

სამშაბათსაც მზე გვიღიმს,
შეიკრიბა ჩვენი კლასი,
მასწავლებელი ამბობს, რომ
ვიცით მეგობრობის ფასი.

თხშაბათი დღე დამდგარა,
წვიმის ღვარი მოჰქუხს ციდან,
ჩვენ კი მაინც ერთად ყოფნა,
მაინც ერთად სწავლა გვინდა!

ხუთშაბათს გამოდარა,
მივაშურეთ სკოლის ეზოს,
სე კარგად ვითამაშეთ,
უთქვამთ: ეზო აიკლესო.

პარასკევიც მზინია,
-მოწყენილი რად ხარ, ნიკო?
მასწავლებელს ვუპასუხე:
-მინდა ხვალაც ერთად ვიყოთ!

შაბათს ნატვრა აგვისრულა,
მოგვაწყინა სახლში განა,
მასწავლებელმა შეგვკრიბა,
ზოპარკში წაგვიყვანა.

კვირას კლასელებს ვურეკავ,
მეჩქარება ნახვა მათი...
ნეტავ, ეს დღე როდის გავა!
როდის მოვა ორშაბათი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხიდიგავაკეთეთ გუშინ საქმე დიდზე დიდი, ნაკადულზე გავდეთ პატარებმა ხიდი. მტკიცედ ჩავამაგრეთ ხის ბურჯები წყალში,...დაზუზუნებს ფუტკარიმე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, გაზაფხულის მეგზურობა ნუ გგონიათ ადვილი. მე მთელი დღე დავზუზუნე...სანტას ირმებს ელისთურმე დროს ვერ ააჩქარებ, ვერც საათის ისრებს, ახალი წლის ღამით ველი ცაზე სანტას ირმებს. -დედა, ჩვენს სახლს...პეპელაგამონარნარდა პეპელა,- ფრთამოფარფატე, ჭრელიო, ყვავილთა კეკლუც დედოფალს შეჰხარის მთა და ბველიო. კაბა აცვია ...კარლსონი მოგზაურობსერთხელაც კარლსონმა- ასე ვთქვათ, უცაბედად სან-ფრანცისკოში ისურვა სეირნობა, დაკიდულ ხიდზე ენება სეირობა... ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026