kids.ge logo

ჩემი სოფელი

ფავორიტებში დამატება

ლილისფერ მთათა გადაღმა
ელვარებს როგორც ალმასი,
ცით, ამ სოფელს რა ჰქვია?
-სოფელი... „ასე ლამაზი!“

წყარომ ჩქაფუნით ირა,
ტყე-ველი ჩამოირა,
ცით ამ წყაროს რა ჰქვია?
-წყაროა... „ასე წკრიალა!“

ჩიტმა ჭიკჭიკით დამლოცა,
ტყის თავზე ჩაიცქრილა,
თქვენ იცით, ამ ტყეს რა ჰქვია?
-ტყე გახლავთ... „ასე შრიალა!“

მთის მკერდზე ნისლი სეირნობს,
ქედიდან ქედზე მავალი,
ამ მთას რა ჰქვია, კარგებო?
-ჰქვია მთა... „ასე მაღალი!“

ყვავილთა ფარჩელები
უხვად რომ მიმოფანტულა,
ამ მინდვრებს, იცით, რა ჰქვია?
-მინდვრები...“ასე ხატულა!“

რომ ამბობს:-ღმერთმა დალოცოს
პატარა შვილიშვილიო,
ცით, სოფელში ვინ მელის?
-ბებია...“ასე ტკბილიო!“

ბა, როგორ არ მიყვარდეს?
მეც ამ სოფლის ვარ შვილიო.
აქ ცხოვრობს გულკეთილი
ბებია... „ასე ტკბილიო!“
წყაროა... „ასე წკრიალა!“
ტყე გახლავთ... „ასე შრიალა!“
თითქოს შორეთში მავალი
მთები გვაქვს... „ასე მაღალი!“
ვარდები მიმოფანტულა
მინდვრები... „ასე ხატულა!“
ელვარებს როგორც ალმასი-
სოფელი... „ასე ლამაზი!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი სკოლა, ჩემი კლასიაი, ჩემი სკოლა! აი, ჩემი კლასი! თითქოს აციმციმდა მზის სხივთა ალმასი. თითქოს ოჯახია, და-ძმები ვართ თითქოს,...თანაკლასელებთანორშაბათი დამდგარაო!- ოქროს მზემ ცა მოგვიხატა, სკოლისაკენ სიხარულით მიიჩქარის დიდ-პატარა. სამშაბათსაც მზე ...ხევაშლის ხეს რგავს მახარე, მთელ ქვეყანას ახარებს, რწყავს და მიწას უბარავს, ცივ ნიავს არ აკარებს. -გაიზარდე,...ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახი-რასა აქვს კედლები მტკიცე, კარი, ფანჯარა, კიბე? გარშემო აივანი, მოაჯირები ხისა, ლამაზი სახურავი, ოთახებს ...მრავალ ახალ წელს!მრავალ ახალ წელს! მრავალ ახალ წელს! შეგებებოდეთ ღიმილით, ტკბილად! მრავალ ახალ წელს გაგთენებოდეთ ბედნიერი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026