kids.ge logo

განივრცო მთიდან ბარამდის

ფავორიტებში დამატება

ნაჭიკჭიკა ჩიტებით,
თასფერადი ჩითებით,-
ყვავილთა ფარჩელებით,-
ვარდებით დარჩელებით,
ნაკადულების ლიკლიკით
ივსო უფლის შიკრიკი,
მარგალიტივით ელი,
ალმასი-ქვიშას რელი,
ღერო-ქართაგან რხელი,
სამწყსოში მწყემსად ქცელი,
ასული-ზეცის რჩელი
და მოძღვრად გამოწველი,
ფესვი-ხეს შეხიდებული,
ტოტი-ქარს შეჭიდებული,
უფლის ბილიკზე მავალი
ცირი შუამავალი...
მოგვართვა წმინდა წერილი,-
ჯეჯილი ამოწვერილი,
ცით დაფენილი ნათელი,
ვაზის ჯვარი და სანთელი...
უფლის მადლი და წყალობა,
ცად აწელი გალობა,
ღუღუნა სალამურები,-
დღები სამურები...
კიდითკიდე და მარადის
განივრცო მთიდან ბარამდის,
ნინოს ცირი საქმენი,
ვაზის ჯვარი და სანთელი,
უფლის მოსვლა და სუფევა,
ზირება და კურთხევა,
სჯული და წმინდა მცნებანი,
და ჭეშმარიტი ვნებანი...
საქართველოშიც დამკვიდრდა
ქრისტეს ნათელი სახელი,
მადლი მართალი სჯულისა
და უფლის სიყვარულისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაბურდღუნებს ტყეში დათვი!ჩიტი გალობს: ინდი-მინდი! აყვავდაო ტყეში შინდი! დათუნიამ, აბლი-ბაბლი, მიირთვაო ტკბილი თაფლი! სულ რამდენი, ...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...შობაა!შობაა! ციმციმებს ათასი სანთელი! შობაა! მოგეფინოთ ღვთის მადლი, ნათელი! ხატს ვეამბორები უმანკო კოცნით, ღმერ...ჭრელი კატაჩვენმა ნატამ ხატა, ხატა, ჭრელი კატა დაგვიხატა, აპრეხილი ულვაშებით, დაცქვეტილი ყურებით... რა ლამაზი ნახატი...ლილეო... და ახალი წელი!მივულოცავ ახალ წელს, ამას ვეტყვი ჩურჩულით: -დაელოცოს ჩვენს სამშობლოს, ყველა კუთხე-კუნჭული! დაელოცოს ალაზა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026