kids.ge logo

ნუცას უთო

ფავორიტებში დამატება

დედიკომ ნუცას უყიდა
სათამაშო უთო.
ნუცა ფუსფუსა გოგოა,
საქმეს არვის უთმობს.
დაფაცურდა, დატრიალდა,
მოინდომა უფრო,
ჭრელ ქსოვილზე დანავარდობს
პაწაწინა უთო.
თოჯინა ნიას ეცმევა
დღეს ტკიცინა კაბა.
ნუციკო მარჯვე გოგოა,
რა გეგონათ, აბა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოდის წელი ახალიტბილი გოზინაყი, ჭრელი კანფეტები, ათასგვარი ხილი, ბებოს ჩურჩხელები, ირგვლივ ჟრიამული, მხიარული ხმები, მალე...მურა ამბობს..მაშინვე შენთან გავჩნდები, მტერს კართან ყეფით დავხვდები, როგორც კი გაგიჭირდება, შენი დამცველი გავხდები. ახ...ჩამობარდნა თეთრად ტყეშიმთელი ღამე უთოვია! ჩამობარდნა თეთრად ტყეში, მაგრამ განა ყველა ხარობს, რუხი მგელი დარდით ხვნეშის: -მთელი ღ...შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირიმოტეხა სიმინდი. დაწურა ყურძენი. -ვის უნდა ჩურჩხელა?-თუხთუხებს თათარა. დაკრიფა ხილი და დაბერტყა კაკალი. ნო...ტახი ზამთარს უბრაზდებამოვიდა ზამთარი თოვლიანი, მოვიდა ზამთარი ჯანღიანი! ფიფქების ცვენა არ ახალისებს... ტახი რად ბრძანდება ჯავრი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026