kids.ge logo

მთვარე

ფავორიტებში დამატება

ტაშს უკრავენ ვარსკვლავები,-
დიდებიც და პატარებიც,
გამობრძანდა ცაზე მთვარე,-
გაბადრული, მოელვარე.
გაცინა გიშრის ღამემ:
-გული როგორ დამიმე!
ცის თაღს შემოწყობილები
კისკისდნენ დობილები,-
ვარსკვლავები,
ვარსკვლავები,-
დიდებიც და პატარებიც...
ვერცხლისფერი,
ოქროსფერი,
ზოგი მცხრალი,
ზოგი მკრთალი,
ზოგიც ვნახეთ მოჩახჩახე...
ზოგი ლურჯი,
ზოგი თეთრი,
ბევრზე ბევრი, განა ერთი...
ცის თათს შემოწყობილები,
მთვარის კოხტა დობილები!
რა ლამაზი გახდა ღამე,
ხატავს მთვარე-მოელვარე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ორი ხელი-ორი მაჯაამ ლამაზი ქვეყნის ცქერა ორმა თვალმა ინებაო, ორმა ყურმა გაიგონა მისი ქება-დიდებაო. ორი ხელი-ორი მაჯა მამულ...ჭრელი კატაჩვენმა ნატამ ხატა, ხატა, ჭრელი კატა დაგვიხატა, აპრეხილი ულვაშებით, დაცქვეტილი ყურებით... რა ლამაზი ნახატი...საახალწლო-თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი, მწვანე ნაძვისხე, კოხტად მორთული ... გვიღიმიან და გვეუბნებიან: -ახალი წელიაო ...მოდის წელი ახალიმოდი, წელო ახალო! მთელ ქვეყანას ვახარო: ჩვენკენ მოაბიჯებს წელი,- ყველასათვის სანატრელი! მოვა ბედნიერებით,...მუხატყეში ვნახე მუხა, რკოს ისხამდა უხვად, განიერი ტოტები ირხეოდნენ ქარში, მუხა იდგა ამაყად ავდარში თუ დარში. ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026