kids.ge logo

ყვინჩილა

ფავორიტებში დამატება

საქათმის კარებს რომ არ გიღებ,
მისთვის მემდური, ყვინჩილა?
რა გიყო, რა ჩემი ბრალია,
მეზობლის მამალმა გიჩივლა.
მოვარდა დეზების წკარუნით,
- ამ ყმაწვილს არავინ
პატრონობთ?
რადა, ყივილზე ეტყობა,
ყივანახველა აქვს, ბატონო,
გამოვა, შეჯდება სარზე და
გაჰკივის საზიზღარ არიებს,
უფროსებს არ ვჩივი, ბატონო,
ყივანას გადასდებს ვარიებს.
ახლავე მომშორდეს აქედან
და თავის ეზოში ირბინოს,
რადა, მიყარეთ კაკალი,
როდესაც დავაგლეჯ ბიბილოს.
მაშ რაღად მემდური, როდესაც
მეზობლის მამალმა გიჩივლა;
სულ მალე, სულ მალე მორჩები
და ისევ გაგიშვებ, ყვინჩილა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულო ლამაზოჩემო ჭრელო პეპლებო, ჩემო ლურჯო იებო, ჩემო ნუშის ხეებო, ჩემო ჩიტუნიებო. როდის აყვავილდებით, ატმებო და ვაშლ...ლიმონათიდედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, საჩუქრებიც მომწონს მათი, მაგრამ ყველას მირჩევნია ერთი ჭიქა ლიმონათი. რამდენ...ავადმყოფიდღეს სულ მოწყენილი ვარ, ხასიათი წამიხდა, იცით, ჩემი თოჯინა ძლიერ ავად გამიხდა. ხმას არ იღებს სრულებით, არ...არწივის ბრძანება #1სულით, ხორცით და ბუმბულით პოეტი იყო ბულბული. გადაეკიდა წეროო, ლექსი მე უნდა ვწეროო. ეს რომ გაიგო ვარდმაო,...ქალაქი და სოფელიჟუჟუნა წვიმა მოვიდა, სულ დაგვისველა ბაბთები, სახლში შემოდი, ხათუნა, შემოდი, ავად გახდები! ჟუჟუნა წვიმა მო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026