kids.ge logo

რეინჯერი თომა

ფავორიტებში დამატება

გაზაფხულდა, გამოცოცხლდა,
ჭალის ყველა ბინადარი,
მზის სხივებით მოფენილი,
ბიბინდა მთა და ბარი...
გაეღვიძათ თაგუნიებს,
ცუნცულებენ ზვინის ახლოს,
ზოგი სოროს ალაგებს და
ზოგიც თავის კარ-მიდამოს...
მთელი ზამთრის უნახავი,
მოკითხეს ერთმანეთი,
თაგვმა -ჩიტი , ჩიტმა- ზღარბი,
მეზობელმა- მეზობელი.

გავიხედოთ და სირბილით,
ჭალაში ტასო გამოჩნდა,
მოესროლა ხილის ხონჩა,
კისრისტეხით გამორბოდა...
ჭიანჭველის გორაკებზე-
სადუმლო სავალებით,
ციყვი ლოლას სანახავად
იჩქაროდა გამალებით.
იქით-აქეთ თვალს ავლებდა
ტყის უღრანებს დაძაბული,
სახეზედაც შეტყობდით,
რომ გაგო რაღაც ცუდი.
ფიჭვის ხეზე გირჩებს თლიდა,
თვალი მოჰკრა ლოლამ ტასოს,
ძირს დაეშვა და სულ მალე ,
ხის ქვეშ დასხდნენ საჭორაოდ...

ნუ იტყვით და რა ყოფილა,
ამ ამბავის ანაბანა,
მდინარეზე რომ ჩავიდა,
ტასო პირის დასაბანად,
გახედა და რას ხედავს:
იმ სოფლიდან, ახოს გაღმა ,
რი კაცი ჩამოსულა
და არაგვთან ჩამომჯდარა.
ერთი ცოტა პირხმელია,
მერე კი - ცოტა ზორბა,
და უეცრად ტასომ მათი
საუბარი გაგონა...

,,გავიხედე იმ დღეს, ძმაო,
(ჰყვება ერთი, უფრო ზორბა),
პაპაჩემის დარგულია,
ბექზე დიდი ვაშლი რომ დგას,
სულ მთლად ჩამოლეწიათ,
ღარა აქვს საღი ტოტი,
მანდ ნამდვილად დათვი დადის,
შეიძლება იყოს ღორიც...
შევიკრიბოთ ერთად ყველა
მონადირე ძმაკაცები,
გავიდეთ და თავს დავესხათ,
არ დავტოვოთ აღარცერთი!“
ეს რომ ტასომ გაგონა,
გააჟრჟოლა ტანში მწარედ,
გაახსენდა , გუშინ მთელ დღეს
მაგ ხის ძირას ითამაშეს.
თხივენი ერთად იყვნენ:
ტასო, ვასო,
კოლა, ლოლა!
ცელქეს და იხტუნავეს,
ხაროდათ ერთად ყოფნა!
გაგია, იცის ტასომ,
(თუმცა ,ზღარბებს არვინ ერჩის ),
,,მონადირეს ‘’ ეძახიან,
მაგ თოფიან კაცებს ტყეში.
დაგეშილი ძაღლები ჰყავთ,
არვინ გამოპარებათ,
არ იციან არც ფრინველის,
არც ცხოველის შებრალება...
ახლა რა ვქნათ?! - ღელავს ლოლა,
ახლა რა ვქნათ?! - ღელავს ტასო,
მეგობრებს თუ საფრთხე ელის,
ჩვენს მეტი ვინ დაცავსო?!
ვიდრე ყველას დაგვხოცავენ
და დამდგარა ჩვენი ჯერი,
სოფელში უნდა გავიქცეთ,
ვნახოთ თომა რეინჯერი.
მანამდე კი...( ტყეში ბევრი
ქვაბული და უღრანია),
სადმე უნდა გადავმალოთ
ღრუტუნა და ბურდღუნია.
თქვეს და კიდეც შეასრულეს,
(უყვართ საქმე, გადაჭრილი)
თომასთან შაშვი აფრინეს,
თხრეს თავის გასაჭირი...

რეინჯერი თომა- ბიჭი ,
დაჩაგრულთა ქომაგია,
ტყესაც იცავს , მდინარესაც,
მარდია და ყოჩაღია...
მალ გაჩნდა ჭალის პირზე,
ცხოველები დაამშვიდა,
ხედავთ, ქოხს რომ აშენებენ?
მანდ იქნება ჩემი ბინა.
ნურაფერზე ნუ ინაღვლებთ,
ვერვინ მოვა თქვენს ახლოსო,
მე ყოველდღე აქ ვიქნები,
დილასა და საღამოსო.

იმ დღის მერე ჩვენს ჭალაში,
სიმშვიდეა სრული ყველგან,
ცხოველების შეშინებას,
ვეღარავინ ვეღარ ბედავს.
პატარებო, მინდა გთხოვოთ,
თქვენც წახვიდეთ მთაში ეგებ
და თომა ბიჭს -ამ საქმეში
მიეხმაროთ, როგორც შეძლებთ.
თან გაერთეთ, ითამაშეთ,
გადაავლეთ ჭალას თვალი,
ტყის დაცვა და გაფრთხილება,
ყველას წმინდა ვალი არის!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ლელა გაბურის სხვა ლექსები:

მეგობრები წაიჩხუბნენ
ეს ამბავი მოხდა ტყეში...
ტყე არც ისე უღრანია, ...
თ - აფლიჩიტა
ბევრ პატარას გააოცებს, ვიცი,
თაფლიჩიტას უცნაური ნიჭი,...
ქ - არიშხალა
ქარიშხალა ჰქვია ამ ჩიტს
და ქარდაქარ დაქრის ჩქარა,...
ს - ირაქლემა
ის აფრიკის მშვენებაა,
ჩიტია და აქლემს მოჰგავს,...
ყ - ანჩა
ყანჩაზე უნდა მოგიყვეთ,
აბა, მოსწიეთ ყურები!...
„ჯენი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლელა გაბურის ლექსი „რეინჯერი თომა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „რეინჯერი თომა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: რაზმაძე:


Kids.ge-ს რჩევები

შექმენით განსაკუთრებული მოგონებები

შესაძლოა, თქვენს შვილებს არ ახსოვდეთ თქვენი დარიგებები, თუმცა, მათ ემახსოვრებათ საერთო ოჯახური ტრადიციები - ძილის დრო თუ ღამის თამაშები.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან გულუბრყვილო პატარები, ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე, ლექსები ბუნებაზე და ლექსები სიკეთეზე

ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან გულუბრყვილო პატარები, ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე, ლექსები ბუნებაზე და ლექსები სიკეთეზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან გულუბრყვილო პატარები, ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე, ლექსები ბუნებაზე და ლექსები სიკეთეზე

ნიკოლოზ ბარათაშვილი
აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი

ნიკოლოზ ბარათაშვილი

აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი,
მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი,...
ვაჟა–ფშაველა
მაცნე

ვაჟა–ფშაველა

დაჰღონებულხარ, დედაო,
რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა,...
ნოდარ დუმბაძე
ბაღი

ნოდარ დუმბაძე

მე ბაღი ბაღი მეგონა,
ყვავილებით და პეპლებით,...
ლუარა ჭანტურია
უგულო ქარი

ლუარა ჭანტურია

ზეცას არ შერჩა ძველი მშვენება,
ყველგან გამეფდა სუსხი და ქარი;...
ინგა ქორდელი
მარიამი

ინგა ქორდელი

ჩემი შვილი მარიამი
უჩვეულოდ ცელქი არის,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026