kids.ge logo

მოდი ვნახოთ ვენახი

სიმღერა

ფავორიტებში დამატება
მო−დი, ვნა−ხოთ ვე−ნა−ხი, რამ შე−ჭა−მა ვე−ნა−ხი;
მი−ველ ვნა−ხე ვე−ნა−ხი, თხამ შე−ჭა−მა ვე−ნა−ხი.
მო−დი, ვნა−ხოთ თხა, რამ შე−ჭა−მა თხა;
მი−ველ ვნა−ხე თხა, მგელ−მა ჭა−მა თხა.
მგელ−მა თხა, თხამ ვე−ნა−ხი შე−ჭა−მა.
მო−დი, ვნა−ხოთ მგე−ლი, რამ შე−ჭა−მა მგე−ლი;
მი−ველ ვნა−ხე მგე−ლი, თოფ−მა ჭა−მა მგე−ლი.
თოფ−მა მგე−ლი, მგელ−მა თხა,
თხამ ვე−ნა−ხი შე−ჭა−მა.
მო−დი, ვნა−ხოთ თო−ფი, რამ შე−ჭა−მა თო−ფი;
მი−ველ ვნა−ხე თო−ფი, მი−წამ ჭა−მა თო−ფი.
მი−წამ თო−ფი, თოფ−მა მგე−ლი, მგელ−მა თხა,
თხამ ვე−ნა−ხი შე−ჭა−მა.
მო−დი, ვნა−ხოთ მი−წა, რამ შე−ჭა−მა მი−წა;
მი−ველ ვნა−ხე მი−წა, თაგვ−მა ჭა−მა მი−წა.
თაგვ−მა მი−წა, მი−წამ ჟან−გი,
ჟანგ−მა თო−ფი, თოფ−მა მგე−ლი,
მგელ−მა თხა, თხამ ვე−ნა−ხი შე−ჭა−მა.
მო−დი, ვნა−ხოთ თაგ−ვი, რამ შე−ჭა−მა თაგ−ვი;
მი−ველ ვნა−ხე თაგ−ვი, კა−ტამ ჭა−მა თაგ−ვი.
კა−ტამ თაგ−ვი, თაგვ−მა მი−წა,
მი−წამ ჟან−გი, ჟანგ−მა თო−ფი,
თოფ−მა მგე−ლი, მგელ−მა თხა,
თხამ ვე−ნა−ხი შე−ჭა−მა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მინდორთა მამშვენებელომინდორთა მამშვენებელო, ვარდო, გაშლილო ველადა, სად მოიცალა ი ღმერთმა, შენი თვალ-წარბის წერადა? ვინ მისცა ს...თხას უთხრეს, მგელი მამკვდარათხას უთხრეს, მგელი მამკვდარა, თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა, თხაო, რა გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა?! იმას ...წუთისოფელიწუთისოფელი რა არი? აგორებული ქვა არი. რა წამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი. საცა სოფელში მიხვიდე,...დაუკარ, ჩემო ჩონგუროდაუკარ, ჩემო ჩონგურო, შენ სალამურო წკრიალა, დაჰბერე ცივო ნიავო, ამღერდი, წყაროვ, წკრიალა, გულს დარდებ გად...ბიჭო, ვისი ხარ მალხაზიბიჭო, ვისი ხარ მალხაზი? დაურჩი დედაშენსაო. საქმე რომ არა გქონდეს რა, ჩამოირბენდე ჩვენსაო. მოგიხდი წითელ ღ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026