kids.ge logo

ჩემი ველოსიპედი

ფავორიტებში დამატება

ჩემი ველოსიპედით
ყველგან სწრაფად მივედი.
არც საწვავი უნდა და
არც რახრახა მოტორი,
მივყავარ და თან მიაქვს
ბარგით სავსე გოდორი.

მეც რომ კარგად ვიყო, თან
გავუფრთხილდე ბუნებას,
როგორ დამეზარება
პედლის გადაბრუნება.

რომ მყავს ველოსიპედი,
გზას გავყურებ იმედით.

როცა მომესურვება,
მოვახტები ველოს,
ქროლვა-ქროლვით მოვივლი
ლამაზ საქართველოს

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აჯაჯული დაჯაჯულიაჯაჯული, დაჯაჯული, მუდამ შარვალჩაჩაჩული დადის ერთი ბიჭი, ბაჯღად შეკრულ პერანგიდან უჩანს მუცელ-ღიპი. წინდა...ზარმაციცხარობს, ბრაზობს ზარმაცი, ძილს არავინ არ აცლის. აქეთ დედა ბუზღუნებს, იქით ქარი ზუზუნებს. მამლაყინწამ ყივი...მსუნაგი ზღარბუნაბაძგარ, ბაძგარ, ბაძგარა, ზღარბი ისე გამძღარა, არც სოროში ეტევა, ვერც ღობეში გამძვრალა. ზრდილ ზღარბს განა ...გაკვირვებული ჟირაფიდედა ჟირაფ ჟინას შეეძინა შვილი, დაიბადა ბიჭი, მას დაარქვა ჟიჟი, დაიბადა გოგო, მას დაარქვა ჟოჟო. ჰოდა, დედ...ჭორიკანა გოგრაჭორიკანა გოგრა ღობეს შეაბობღდა. თქვა: _ სადაც მსურს, იქ წავალ, რა მაქვს სხვებთან საერთო? შემიძლია, მთელი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026