kids.ge logo

ციცინათელა

ფავორიტებში დამატება
ჩემო ციცინათელა!
რად მიჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა!
ნათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!
ჩემი იყო, ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!
აბრეშუმის პეპელა,
ფუტკარი და წურბელა,
შენზედ სარგებლინი
შენ გენაცვალოს ყველა!
წურბელა მკურნალია,
მაგრამ ცოტა მყრალია…
მშირი - სისხლის მტერი,
რომ გაძღება - მთვრალია!
მაშ რად მინდა წურბელა?
მან გული დამიბნელა!
სევ შენ და ისევ შენ,
ჩემო ციცინათელა!
მერე თაფლს და სანთელს
გვიკეთებს და სარგებელს
მით გვაძლევს, მაგრამ კბენით
გვისივებს ცხვირ-პირს და ხელს!
მაშ რად მინდა ფუტკარი,
მკბენარი, მოსარი?
სევ ციცინათელა,
წყინარი ის არი!
მესამე ტანს გვიმოსავს,
წყნარია და არ იქმს ავს,
მაგრამ უგნურებითა
პარკში იღრჩობს თავის თავს!
მაშ რად მინდა პეპელი,
უგნურად თავის მკვლელი,
და როგორ არ მერჩიოს
მასაც ციცინათელი?
ჩემო ციცინათელა,
საით ჰფრენ ნელა-ნელა?
მე ვარ შენი ერთგული,
სხვა მოგატყუებს ყველა.
მებრალები, - კარგი ხარ!
და ვაი, სხვის ბარგი ხარ!
სხვებს ბნელშიაც უნათებ,
მე კი დღეც არ მარგიხარ.
ნეტავ რისა გაქვს რიდი?
ჩემსკენაც გამოფრინდი,
ნათელი მომაფინე,
მეც გამინათე ბინდი!
კმა, რაც დღემდის ვიწამე;
აწ საყვარლად მიწამე
და მაშინ შენს სიყვარულს
დამავიწყებს მიწა მე!..
ჩემო ციცინათელა,
სადღა ჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორ-შორ ნათებამ
უდროოდ დამანელა!..

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

აკაკი წერეთელის სხვა ლექსები:

გორი
გორო, ქართლის შუაგულო
მეთაურო ქართლისაო,...
ამირანი
კავკასიის ქედზე იყო
ამირანი მიჯაჭვული,...
გოდება
გულო, გლახ-გულო, დაგულო!
რად ერთ წერტილზე ჩერდები?...
მუშური
ყანაო, მუშის სამოთხევ,
გლეხის დიდებავ, ყანაო!...
თორნიკე ერისთავი
ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა
და ან ცაზე ვარსკვლავები?...
„ბაჭია“
ნახატის ავტორი:
ბარბარე სოზაშვილი (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული აკაკი წერეთელის ლექსი „ციცინათელა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ციცინათელა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლომსაძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ კრეატიულობა

მიეცით ბავშვს საშუალება, გამოხატოს თავისი კრეატიულობა სხვადასხვა გზით.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები დღესასწაულებზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები დღესასწაულებზე

ანი კაპანაძე
დედას!

ანი კაპანაძე

დღეს დილიდან ფუსფუსია
ვემზადებით დედის დღისთვის,...
ზვიად გამსახურდია
წმიდა გიორგი

ზვიად გამსახურდია

წმიდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი......
ალეკო შენგელია
პეპელა

ალეკო შენგელია

ჩემი ლამაზი პეპელა
დამიფრთხო ფისუნიამა,...
მორის ფოცხიშვილი
თოვლის ბაბუა

მორის ფოცხიშვილი

გადმოლახა ზღვები და
გადმოლახა მთები -...
ვასილ გულეური
თოვლის შვილიშვილი

ვასილ გულეური

გაუჭირდა თოვლის პაპას,
ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს....

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები დღესასწაულებზე

მანანა ტონია
ქართული სტუმართ-მასპინძლობა

მანანა ტონია

ბავშვებო გსურთ მოსმენა,
ჩემი ნაამბობისა,...
ვასილ გულეური
ვის რა აჩუქა თოვლის პაპამ

ვასილ გულეური

ზეიმია უღრან ტყეში,
ცეკვავენ და მღერიან -...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026