kids.ge logo

ახალ წელს ვულოცავ ყველას!

ფავორიტებში დამატება

ძველი უკვე მიბრძანდება-
ხალ წელს ვულოცავთ ყველას,
დიდებსაც და პატარებსაც, -
ვარსკვლავების სადარებსაც.
მთებს და ტყეებს,
ზღვას და ხეებს,
მინდვრებს, ველებს, ნაკადულებს,
ზვრებს, მდელოებს გადათოვლილს
და ჩვენს გიჟმაჟ მდინარეებს...
ტყეში შეყუჟულ ჩიტუნებს,
ნადირ -ცხოველს,
თევზებს წყალში,
მივულოცავთ ყველას, ყველას,
რავის დავრჩებით ვალში.
აღმოსავლეთ-დასავლეთით...
ჩრდილოთით თუ სამხრეთით,
მშვიდობის ფიანდაზები
გაგვიშალოს ყველას ფერხთით.
მრავალ ახალ, ბედნიერ წელს!
მივულოცავთ ცას და მიწას,-
ჩვენს საყვარელ, მშვენიერ სახლს-
ლურჯ პლანეტას-დედამიწას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციცინათელაროცა მეტყვი-ავინთები, როცა მეტყვი-ჩავქრები, ციმ-ციმ, ციცინათელას მსურს ამ ამბის გამხელა; შენთვის ვანთებ ბ...თითებისაქმეში მეხმარებიან ჩემი პატარა თითები: პირს ვიბან, ვხატავ, ვთამაშობ, ვწერ, ვჭრი, ვკერავ თუ ვალაგებ... რა...ბეღურამიწას თოვლი ეფინა, სუსხი იყო, ციოდა, ციდან თოვლის ფანტელი ხვავრიელად ცვიოდა. მინდვრებს, ტყეებს, მდელოებს ...თვლა ისწავლაანათითებს, ბანათითებს, ციცქნა ანა ითვლის თითებს: -ცერა და საჩვენებელი, შუათითი, არათითი, ეს პაწაწა მეხუთე...ღრუბელიღამესავით მოქურუშდა, ჩააბნელა მთა და ბარი, იხუვლა და გადმოგვასხა დელგმა წვიმის ნიაღვარი. დაიწურა ყველა ფთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026