kids.ge logo

საწყალი ბაბუა

ფავორიტებში დამატება

ჩემი საწყალი ბაბუ
წყინარია, კეთილი,
დღედაღამ ჩაფიქრებული,
თახში გამოკეტილი.
თხოვ: - ბაბუ, ტყეში წავიდეთ,
დავკრიფოთ კახამბალია...
- ჩუმად, სულელო, ხომ ხედავ,
რომანს წერს, არა სცალია.
- ბაბუ, კუს ტბაზე წავიდეთ
ანდა კინოში წამოდი...
- აცალე, ბიჭო, ხომ ხედავ,
ხვალ მოხსენებით გამოდის.
- ჩუმად, ლექსებს წერს ბაბუა,
ჩამჩურჩულებენ ყველანი.
ჩემთვის როდისღა მოიცლის,
ღმერთო, დაუშრე მელანი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქურდბაცაცა ბაჭიაამდენ მწვანე კომბოსტოს არც ჩიტი ჭამს, არც ჭია. ალბათ ისევ ეშმაკობს ქურდბაცაცა ბაჭია! მოვა, როცა ძილში ვარ...მამალიროცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი და დედიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი. ერთხელ ძია გვესტუმრა, ბაბუა...ყვინჩილასაქათმის კარებს რომ არ გიღებ, ამისთვის მემდური, ყვინჩილა? რა გიყო, რა ჩემი ბრალია, მეზობლის მამალმა გიჩივ...ბაყაყისა და ქეთინოს გასაუბრებაგაბერილი და ამაყი წყალში ყიყინებს ბაყაყი. ქ ე თ ი ნ ო : ცურვა რომ იცი, ბაყაყო, ყვინთვა რომ იცი, ბაყაყო, ი...იხვი და მამალივიტი, ვიტი, ჩემზე დიდი მოცურავე ვინ არი, ვის ამშვენებს ულვაში, გამეჯიბროს ცურვაში. ზურგზე ლურჯი ზოლი გამდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026