kids.ge logo

ყველაზე ლამაზო

ფავორიტებში დამატება

ყველაზე ლამაზო,
ყველაზე კეთილო,
ნუ სწყრები მალ-მალე,
პატარა დედილო!

მე მინდა, ყოველთვის
ცინო ლამაზად,
ნებივრად გივლიდეს,
მე ვეტყვი მამასაც.

თავზე რომ მევლები,
ზრუნვით რომ დამცქერი,
ახლა მე ვიქნები
სულ შენი დამცველი.

პატარა, ჯიტი
თუ გყავდი აქამდე,
ხომ უკვე დიდი ვარ,
დარდები გაფანტე.

გამგონეც ვიქნები,
დამჯერიც ვიქნები,
ღონდაც ნათელ შუბლს
ნუ იღლი ფიქრებით.

თუ რამე ვიტკინე,
მიშუშებ ალერსით.
ახლა მე გაკოცებ
მაგ ლამაზ თვალებში!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მონადირე ფისოუყურეთ, ფისოც პირს იბანს, სულ გაილოკა თათები. გადაიბზინა ქათიბი, ბრძანდება ღამენათევი. თვალები ამოიწმინდა...ხელისგულზე- შენ მაჩუქე მზე და მთვარე, ვარსკვლავებიც ზედა! სულ აკვანზე დამიყარე, საყვარელო დედა. ყანა, წყარო, ლურჯი ...ნუღარ დამიბერდებიმე რომ მიყვარს მოფერება შენი თეთრი თმებია. ნუღარ დამიბერდები, ჩემო ტკბილო ბებია. მოფუსფუსე ხელები მუდამ მ...კიკლი-კიკლიკიკლი - კიკლი, კიბესა, ყურცქვიტების ციხესა ბაჭიები სკუპიან, მელა კბილებს ილესავს : - სტაფილო მაქვს ჩანთით...საქანელაახლა ჩემი ჯერია, ჩამობრძანდი, მელია! გელოდები, ­ ლოდინით გული გადამელია. ეგ რა მეგობრობაა, მარტო შენ რომ ...
„პანდა“
ნახატის ავტორი:
BARBARE (9)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მაყვალა მრევლიშვილის ლექსი „ყველაზე ლამაზო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026