kids.ge logo

თვალუწვდენელი, დაუსაბამო

ფავორიტებში დამატება
თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დასაბამო,
ჩუმი, მყუდრო დასევდინი იყო საღამო.
თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი,
ღრა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით იხვედა ხშირი ტყე-ველი,
კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ამ დროს მომესმა სევდინი სიმღერა გზაზე,
გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე,
გადარა ჩემთა თვალწინ და მიმალა,
სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა.
მე მივდიდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე,
მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მონაზონ ქალს ოფელიასგმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა. სტიროდე,ადამ,სტიროდე,ევა! დასცვით,დასდაგეთ ოცნების ფერფლი, ბოროტი გვე...მგლოვიარე სერაფიმებიმარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა! მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა); საუკუნეთა სათვალავი მეკარგე...მხარი მხარს, მხარი მხარს!მხარი მხარს, მხარი მხარს! კოლექტივო, მხარი მხარს! აბა, ჰე, აბა, ჰე, აბა, მივცეთ მხარი მხარს! წავიდეთ, მოვ...მარმარილოაჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება, და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, - ოჰ! რამდენია სიცო...ატმის ყვავილებირტოებში ავობს ბებერი ქარი, ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს. ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი, ნანაობს ქარი და მიქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026