kids.ge logo

ალვები თოვლში

ფავორიტებში დამატება
დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს
ივლისისფერი ყინვის თასებით!
სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს,
ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები.
მოკრილებულ ჰაერში ოდეს
გულცივად ბრწყინავს ფარჩა ნათელი,
ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდეს
გადაზნექილი სიზმრების წელი!
მკრთალი ვარდები დასცვივა ხელებს,
ჩამოიშლება შუქი - პირბადე
და უცნობ რამის შორ საკურთხეველს
უნდა ვუხმობდე განთიდამდე.
დგას გაყინულთა ოცნებათ კრება:
მთა თეთრი, როგორც მაღალი რაში...
და უჩვევ ნათელს ელერსება
ჩვეულ სიცივის მძინარებაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავებისლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების, დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით; უნაზესი ისმის ხმა საკრავების ბაღებს იქ...ცეცხლი, მახვილიცეცხლი, მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი, დაინგრეს ძველი, სიხარული მოდის ახალი, და ამბობს ყველას გასაგონა...ვილანელიყოველივე ქარია და ჩვენება! ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია... მარადია ერთადერთი: შვენება. ყოველგვარი ღამეების ...სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე. გული გაიხელე, სისხლით გაიხალე, ოღონდ...მე და ღამეეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026